Thumbnail

სუპერლიგა: ბათუმმა დინამო დაამარცხა და გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა.
  • ბათუმმა თბილისის დინამოს დამატებით დროში 77:71 მოუგო.
  • ძირითადი დრო ფრედ 66:66 დასრულდა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის დინამომ სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ირაკლი ხოშტარიას გუნდი წინა ტურში მგზავრებთან დამარცხდა, ამჯერად კი ბათუმს ესტუმრა და ისევ წააგო, 71:77.

თამაშის დიდი ნაწილი წინ თბილისის დინამო იყო. მესამე მეოთხედში დედაქალაქური გუნდი 10 ქულითაც გაიქცა, თუმცა შეხვედრის დასკვნით პერიოდში აჭარლებმა მოახერხეს მობილიზება, ამოქაჩეს ფორა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. ოვერტაიმში ბათუმმა უფრო მოუმატა, წინ გაიჭრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ვახტანგ ქადარიამ, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო 3-ქულიანები და მთლიანობაში, 16 ქულა მიითვალა აქტივში. მასზე ერთი ქულით მეტი მოაგროვა სპენსერ კოლინსმა. დინამოს რიგებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ლაველ ბოიდი იყო.

ამ გამარჯვებით, ბათუმი სუპერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მეორე და მესამე ადგილებს კი დინამო და ქუთაისი იყოფენ

კომენტარები

ბოლო ამბები