Thumbnail

დევიდ ბექჰემი სალფორდ სიტის თანამფლობელი გახდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბექჰემი სალფორდში ძველ გუნდელებს შეუერთდა
  • "სალფორდში გავიზარდე და მინდა ამ დასახლების გუნდი რაც შეიძლება წარმატებული იყოს"

2014 წელს, ნაციონალური ლიგის სამოყვარულო კლუბში - სალფორდ სიტიში დიდი რეოგანიზაცია დაიწყო, კლუბის საკონტროლო პაკეტი სინგაპურელმა ბიზნესმენმა - პიტერ ლიმმა შეიძინა და სალფორდს დაწინაურების ამბიციებიც გაუჩნდა.

დანარჩენი, 60% იუნაიტედი ყოფილმა მოთამაშეებმა - რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა, ნიკი ბატმა, გარი და ფილ ნევილებმა შეიძინეს. მათ რიცხვს გუშინ დევიდ ბექჰემიც შეემატა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს ამიერიდან უფრო აქტიურად იქნება კლუბის საქმიანობაში ჩართული.

"5 წელია მაიამის MLS-ში ჩართვას ვცდილობ, ახლა ეს საქმე დაიძრა და მალე მიზანსაც მივაღწევთ. შედეგად, სალფორდისთვის უფრო მეტი დრო დამრჩება. ბავშვობა სალფორდში გავატარე და ძალიან მინდა ამ დასახლების გუნდმა წარმატებას მიაღწიოს."

"ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი ვფიქრობ ბორნმუთია..." ამბობს კლუბის ერთ-ერთი მეწილე - გარი ნევილი. "10,000 კაცი მატჩზე, პატარა სატდიონი, მოკრძალებული სტრუქტურა, მაგრამ შეხედეთ მათ, სად თამაშობენ (პრემიერლიგაში) და როგორი სტრატეგია აქვთ - აბსოლიტური ნდობა მწვრთნელისადმი და ახალგაზრდებზე მუშაობა. ესე უნდა ვაშენოთ ჩვენც გუნდი."

სალფორდ სიტი ინგლისის ნაციონალური ლიგის ჩრდილოეთის დივიზიონში თამაშობს, როგორც გარი ნევილი ამბობს, კლუბის უპირველესი მიზანის ლიგის ფეხბურთში მოხვედრაა, რისი ყველაზე დაბალი საფეხურიც ინგლისის მეორე ლიგაა.

კომენტარები

ბოლო ამბები