Thumbnail

Witcher-ის სერიალი საბავშვო არ იქნება და ეს ყველას მოსწონს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Witcher-ის სამყაროზე სერიალს ნეტფლიქსი იღებს
  • გერალტის როლზე ჰენრი კავილია დამტკიცებული
  • საპკოვსკის სამყაროს გულშემატკივრები თვლიან, რომ სერიალი ბავშვებისთვის არ უნდა იყოს

ვისაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს, უკვე ყველამ იცის, რომ ნეტფლიქსი Witcher-ის (მხედვარის) სამყაროზე სერიალს იღებს. ანჟეი საპკოვსკის ნაწარმოების მიხედვით უკვე არაერთი წარმატებული ვიდეო თამაში შეიქმნა და დიდია ალბათობა იმისა, რომ სერიალიც ისეთივე პოპულარობას მოიხვეჭს. 2001 წელს საპკოვსკის შექმნილ სამყაროზე უკვე გამოვიდა ფილმი და სერიალი, თუმცა მან საერთაშორისო აღიარება სრულიად სამართლიანად ვერ მოიპოვა. 

არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თამაშებს გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს, რომლებიც უკვე ნერვიულობენ, რომ სერიალი ძირითად მატერიალთან ახლოს არ იქნება. ამასთან, ხალხი, რომლებიც Witcher-ის ნეტფლიქსისეულ ადაპტაციაზე მუშაობენ, იმედოვნებენ, რომ მოლოდინს გაამართლებენ. იმისთვის, რომ ფანების გული მოეგო, შოუზე პასუხისმგებელმა პირმა ლორენ ჰისრიჩმა ტვიტერს მიმართა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

'ახლახანს ბენთან (მისი შვილი) ერთად Witcher-ის მონაკვეთს ვუყურე. დასკვნა მარტივია - სერიალი ბავშვებისთვის არაა. თან საერთოდ', - წერს ჰისრიჩი.

მოკლედ, არ უნდა ველოდოთ, რომ Witcher-ს ბავშვებთან ერთად ვუყურებთ, რასაც ლორენმა უკვე ცალსახად გაუსვა ხაზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერიალის შემქმნელები სამყაროს და ისტორიის იმ ბრუტალურ ნაწილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. Witcher-ის მოყვარულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ შოუ 'R Rated' უნდა იყოს და მისი ხილვა 17 წელზე ახალგაზრდა ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ.

ჰისრიჩის ტვიტმა ფანები ოდნავ დაამშვიდა, მაგრამ სერიალის მიმართ მაინც არსებობს უკმაყოფილება. ამის უპირველესი მიზეზი კი ჰენრი კავილია, რომელიც გერალტის როლზე დაამტკიცეს. სერიალის გულშემატკივრებს ყოფილი სუპერმენის მხედვარის პროტაგონისტად წარმოდგენა უჭირთ. ჯერჯერობით სერიალის გამოსვლის კონკრეტული თარიღი უცნობია და ამ ეტაპზე მოგვიწევს პირველ 'თიზერს' დაველოდოთ, რომელსაც იმედია მალე ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები