Thumbnail

იუვენტუსმა ტრანსფერი დაადასტურა - ბენატია ყატარში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსმა ბენატიას გაშვება დაადასტურა
  • მაროკოელი მცველი ყატარულ ალ დუჰაილში ითამაშებს

ტურინის იუვენტუსის რიგები მაროკოელმა მცველმა, მეჰდი ბენატიამ დატოვა. ის კარიერას ყატარულ ალ დუჰაილში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტურინელები მაქსიმუმ 10 მილიონს მიიღებენ.

ალ დუჰაილი 8 მილიონს 2019 წლის ოქტომბრამდე გადაიხდის. იუვენტუსს ბენატიას ტრანსფერით კიდევ 2 მილიონის გამომუშავება შეეძლება, რაც დუჰაილთან გაფორმებული კონტრაქტის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

ბენატია იუვენტუსს 2016 წელს შეუერთდა და გუნდში ორ წელზე მეტხანს ითამაშა. მაროკოელმა ორჯერ მოიგო სკუდეტო, ასევე ორჯერ დაეუფლა იტალიის თასს და ერთხელ იტალიის სუპერთასიც აღმართა.

მისი ახალი კლუბი ალ დუჰაილი 10 წლის წინ დაარსდა. ისინი ყატარის 6-გზის ჩემპიონები არიან, სამჯერ მოიგეს თასი და სუპერთასს ორჯერ დაუეფლნენ. ალ დუჰაილში კიდევ ერთი მაროკოელი იუსუფ ელ-არაბი თამაშობს, რომელიც ნაკრებში ბენატიას პარტნიორია.

Thanks for everything, Medhi Benatia!

Thanks for everything, Medhi Benatia! http://juve.it/x86H30nu6fN

Posted by Juventus on ორშაბათი, 28 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები