- ბენფიკა 32:0 პეგო
- ბენფიკას ქალთა გუნდს 16-დან 16 მოგება აქვს
პორტუგალიის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის სერია D-ში ბენფიკას გოგონათა გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა. მათ პეგოს 32 გოლი გაუტანეს და პორტუგალიის ქალთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვეს.
ბენფიკას გოგონათა გუნდი საოცარ ფორმაშია. მათ 16 მატჩიდან 16 მოიგეს, 293 გოლი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ. მასპინძლებმა 'ესტადიო დე ტაპადინაზე' პირველი ტაიმი 13:0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 19 გოლის გატანა შეძლეს.
გოლების ავტორები: დარლენი (10 გოლი), ევი პერეირა (7 გოლი), ჟეისი (3 გოლი), პატრისია ლიანოსი (3 გოლი), მაიარა (2 გოლი), იასმიმი (2 გოლი), ადრიანა გომეში (1 გოლი), სილვია რებელო (1 გოლი), ერთი ავტოგოლი.
ბენფიკა 32:0 პეგო 📺
კომენტარები