Thumbnail

ბორჯღალოსნების სპარინგ-მატჩი - შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბი ევროპას დაწყებამდე 'ბორჯღალოსნები' ერთმანეთში ითამაშებენ
  • სპარინგ-მატჩზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპასთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი მორაგბეები სეზონს რუმინეთთან დაპირისპირებით გახსნიან. კლუჟში შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ქართველ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და 30 იანვარს 'შევარდენის' სარაგბო სტადიონზე 'ბორჯღალოსნები' სპარინგ-მატჩს გამართავენ. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან - 'ბორჯღალოსნები' 'ბორჯღალოსნების' წინააღმდეგ. მატჩზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია და როგორც სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნა, ბიჭების მომზადებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.

ქართული შერკინება ქართული შერკინების წინააღმდეგ - გულშემატკივარს 'შევარდენზე' მართლაც კარგი სანახობა ელის.

ბორჯღალოსნები vs ბორჯღალოსნები შევარდენზე 30 იანვარს (ოთხშაბაშს),11 საათზე ბორჯღალოსნები ერთმანეთში კონტოლირებად,...

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 28 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები