Thumbnail

80-მეტრიანი რეიდი და გამარჯვების ლელო სტად ფრანსესთან - ნაკოსის შედევრი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტულონი 33:30 სტად ფრანსე
  • მასპინძლებმა ფიჯელი მორაგბის მეორე ლელოთი იმარჯვეს

TOP 14-ის მე-15 ტურში ტულონმა სტად ფრანსეს უმასპინძლა და მეტოქეს 33:30 მოუგო. მატჩის ბოლო 5 წუთი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. 75-ე წუთზე სტად ფრანსე 27:20-ს იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში ორი ლელო დადეს და შეხვედრა შემოატრიალეს.

79-ე წუთზე ფიჯელმა ფილიპო ნაკოსიმ ბრწყინვალე სოლო რეიდი განახორციელა. მან 80 მეტრი ირბინა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, რითიც ნაკოსიმ დუბლი შეასრულა და ტულონს 3 ქულით მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 61-ე წუთზე მამუკა გორგოძე მინდვრიდან გაასინბინეს, რის გამოც ტულონი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გორგოძის გუნდმა ამ მოგებით 28 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს. ტულონის მომდევნო მეტოქე მე-16 ტურში თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი იქნება.

ფილიპო ნაკოსი ფიჯელი მორაგბის ჯოშუა ტუისოვას ნახევარძმაა.

ნაკოსის გამარჯვების ლელო 📺

კომენტარები

ბოლო ამბები