Thumbnail

ენტონი ჯოშუა ივნისში სავარაუდოდ დაუმარცხებელ ამერიკელს დაუპირისპირდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუას ახალი მოწინააღმდეგე
  • "ბიგ ბეიბი" მილერიც ედი ჰირნის (ჯოშუას პრომოუტერი) კლიენტია...

სანამ ენტონი ჯოშუას მთავარი მოწინააღმდეგე - დეონტეი უაილდერ ტაისონ ფიურისთან რემატჩით იქნება გართული, მანამდე 'ეიჯის' პრომოუტერებმა ახალია მოწინააღმდეგე მოუძებნეს, დაუმარცხებელი ამერიკელი - ჯარელ მილერი.

როგორც წყარო იუწყება, ბრძოლა ივლისში, ნიუ იორკის მედისონ სქუეარ გარდენში გაიმართება. ჯოშუას ამერიკული დებიუტის ტელე-ტრანსლაციას კი DAZN მოახდენს.

WBA, IBF და WBO ქამრების მფლობელს, ბრიტანეთს გარეთ ტიტულისთვის არასოდეს უჩხუბია. "ბიგ ბეიბი" მილერი ამ სიახლეს პრესაში გამოეხმაურა "მედისონ სქუეარ გარდენი კრივის მექაა და მის დასამარცხებლად უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებ..." ამბობს ამერიკელი.

30 წლის მილერს კარიერაში 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 23 მოიგო (20 ნოკაუტით), ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები