Thumbnail
  • 📅 29 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V ნაპოლი
  • 'სან სიროზე' იტალიის თასის 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართება
  • გატუზო და ანჩელოტი ერთმანეთს ზედიზედ მეორედ ხვდებიან

‘სან სიროზე’ მილანი-ნაპოლის დაპირისპირება ზედიზედ მეორედ გაიმართება. გასულ შაბათს, სერია A-ს 21-ე ტურში გამართული უგოლო შეხვედრის შემდეგ, ჯენარო გატუზოსა და კარლო ანჩელოტის გუნდები იმავე მოედანზე ერთმანეთის პირისპირ სამი დღის შემდეგ, უკვე იტალიის თასის ¼-ფინალში წარსდგებიან.

იტალიური სპორტული მედია, განვლილ მატჩთან შედარებით, გუნდების სასტარტო შემადგენლობებში ორ მთავარ ცვლილებაზე მიუთითებს: სავარაუდოდ, მილანში პირველივე წუთებიდან ითამშებს პოლონელი ახალწვეული კშიშტოფ პიონტეკი, რომელიც პატრიკ კუტრონეს ადგილს დაიკავებს. ნაპოლის შუა ხაზში კი ალანის დაბრუნებას მოელიან, რომელსაც ანჩელოტიმ პაუზა პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე მოლაპარაკებების გამო 'გამოუწერა'.

მილანი

სამი დღის წინ დონარუმამ კარის მშრალად შენახვა მოახერხა

ამ სეზონში მილანი ერთადერთ მიზანს ისახავს - დამკვიდრდეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში. იმ ვითარებაში, როდესაც ‘როსონერის’ მთავარი კონკურენტები არასტაბილურად გამოდიან, გატუზოს გუნდი ამოცანას წარმატებით უმკლავდება - ჯერჯერობით მილანი ცხრილში მეოთხეა და რომას უკან ქულით იტოვებს.

ბოლო ტურში მილანმა ნაპოლისთან ფრედ ითამაშა და ეს გარკვეულწილად ჯანლუიჯი დონარუმას დამაჯერებელი თამაშის დამსახურება იყო. ამრიგად, ‘როსონერი’ ზედიზედ მეორე მატჩია, გოლს არ უშვებს, რაც ამჟამინდელი მილანისთვის სერიოზული მიღწევაა. 

მილანელთა ახალწვეული ჯშიშტოფ პიონტეკი  სავარაუდოდ სასტარტოში იქნება

ნაპოლი

ანჩელოტის გუნდი ნელ-ნელა გადის საჩემპიონო რბოლიდან - ლიდერ იუვენტუსთან ჩამორჩენა უკვე 11 ქულაა და შეგვიძლია ამ სხვაობას უფსკრულიც ვუწოდოთ. თუმცა, მეორე ადგილს ნეაპოლელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ინარჩუნებენ - მესამეადგილოსანი ინტერი უკვე 8 ბალით ჩამორჩა და თუ გავითვალისწინებთ ამ გუნდის ბოლო მატჩებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში სხვაობა კიდევ გაიზრდება.

შაბათს ნაპოლიმ ვერაფერი მოუხერხა მასპინძელთა დაცვას და მეკარეს, თუმცა, პრეტენზიები ანჩელოტის თავის შემტევებთან უფრო ჰქონდა. კარლოს ერთ ეპიზოდში ნერვება ისე უმტყუნა, არბიტრს თავი გააძევებინა.

მილანს ტრავმირებულები ჯაკომო ბონავენტურა, მატია კალდარა და ლუკას ბილია ჰყავს. ნაპოლიში ანალოგიური პრობლემა მარეკ ჰამშიკს აქვს.

გატუზოსა და ანჩელოტის ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვთ მოგებული

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანისა და ნაპოლის ბოლო 36 დაპირისპირებაში უპირატესობა სამხრეთელების მხარესაა: 12 მოგება, 14 ფრე და 10 მარცხი. ბურთები: 45:40.

⚽ მხოლოდ "სან სიროზე" გამართულ მილანისა და ნაპოლის მატჩებში უპირატესობა "როსონერის" მხარესაა: +7=8-3. ბურთები: 22:15.

⚽ ამ გუნდების ბოლო მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. პირველ წრეში კი ნაპოლიმ მოიგო - 3:2. ნეაპოლელები მეტოქეზე უკეთესად წინა სეზონშიც გამოიყურებოდნენ: 0:0, 2:1.

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 6 მოიგო.

⚽ სერია A-ში ჯენარო გატუზოს გუნდის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, რომანიოლი, მუსაკიო, როდრიგესი - კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა - სუსო, პიატეკი, ჩალჰანოღლუ.

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - კალეხონი, ალანი, დიავარა, ფაბიან რუისი - ინსინიე, მარტენსი.

კომენტარები

ბოლო ამბები