Thumbnail
  • ინტერვიუ გიორგი ნავალოვსკისთან
  • ქართველი ლეგიონერი ბელარუსთან დაპირისპირებაზე
ნავალოვსკი ახალი სეზონისთვის ემზადება

ბელარუსის by.tribuna.com-მა ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა მინსკის დინამოსა და საქართველოს ნაკრების მცველ გიორგი ნავალოვსკისთან.

ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ახლა უმთავრესი ახალი სეზონისთვის კარგი მომზადებაა, რადგან ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი ეწყება: "მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გვეწყება და იმ დროისთვის მინდა კარგ ფორმაში ვიყო".

სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ინტერვიუში საუბარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც შედგა. შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს უნიკალური შანსი გაუჩნდა, გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის კი პირველ რიგში, 2020 წლის მარტში პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრები უნდა დაამარცხოს (თუ რომელიმე ნაკრები მანამდე არ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს). 

32 წლის ასაკში ნავალოვსკი ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია

by.tribuna.com: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, როგორ მიიღეს ეს გამარჯვება საქართველოში?

გიორგი ნავალოვსკი: ადრე ძალიან გვიტევდნენ იმის გამო, რომ მოგებები არ გვქონდა. ახლა კი ისე მოხდა, რომ მხოლოდ ერთი თამაში ვითამაშეთ ფრედ, დანარჩენი მოვიგეთ. გულშემატკივრები გუნდს დაუბრუნდნენ.

by.tribuna.com: რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები დღეს?

გიორგი ნავალოვსკი: დღეს საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული ნაკრებია ძლიერი ფეხბურთელებით. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. ისინი თუ ყველაფერს სწორედ გააკეთებენ, მათ შეუძლიათ ძლიერ ჩემპიონატებში თამაში და წარმატების მიღწევა.

by.tribuna.com: რომელი შედეგი უფრო მაგარია, ესპანეთის ნაკრების დამარცხება ამხანაგურში სტუმრად, თუ ერთა ლიგის პლეი ოფში გასვლა?

გიორგი ნავალოვსკი: პლეი ოფში გასვლა! საქართველოს, როგორც იქნა, გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი. 

by.tribuna.com: რა გაიფიქრეთ, როცა წილისყრაზე მეტოქედ ბელარუსი შეგხვდათ?

გიორგი ნავალოვსკი: გავიფიქრე, რომ ნაცნობების წინააღმდეგ მომიწევს თამაში. მოედანზე, ალბათ, რამდენიმე მეგობარს შევხვდები, თუმცა დამერწმუნეთ, ეს არ იქნება მეგობრული მატჩი. 

by.tribuna.com: რას ამბობენ საქართველოში ბელარუსის ნაკრებზე?

გიორგი ნავალოვსკი: მხოლოდ კარგს. ქართველი კაცი მეტოქეზე ცუდს არ იტყვის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ევროპის შესარჩევი ციკლი იწყება. იმედია, ჩვენ აქედან გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს თუ მოხდა, ბელარუსთან თამაში აღარ მოგვიწევს. თუ არადა, ამ მატჩისთვის მოვემზადებით. საქართველოში ბელარუსის ნაკრებს თანაბარ მეტოქედ მიიჩნევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები