Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირი სლოვაკეთთან მარცხით დაასრულა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხიზანიშვილის გუნდმა განვითარების თასზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
  • თუმცა პლეი ოფში ორივე მატჩი წააგო და მე-4 ადგილს დასჯერდა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მესამე ადგილისთვის მატჩი ჩაატარა და სლოვაკეთთან 0:2 დამარცხდა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვა.

U17 საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ხიზანიშვილის შეგირდებმა ისლანდია დაამარცხეს (3:0), შემდეგ ისრაელთან წააგეს (0:2), ხოლო დასკვნით პაექრობაში მოლდოვას სძლიეს, 2:0. სამწუხაროდ, ქართველმა ახალგაზრდებმა დათმეს როგორც ნახევარფინალური მატჩი ბელარუსთან (0:3), ისე მესამე ადგილისთვის ბრძოლა.

საქართველო 0:2 სლოვაკეთი

კომენტარები

ბოლო ამბები