Thumbnail
  • როგორ აისახება ინტიმური ურთიერთობა სპორტსმენის შედეგზე
  • რას ფიქრობენ სპორტსმენები, მწვრთნელები და სპეციალისტები

როდესაც მნიშვნელოვანი მატჩებისა და შეჯებრების წინ სექსის შესახებ საუბრობენ, არაერთი მწვრთნელი ასკეტ მონაზვნად გვევლინება და თავშეკავებას ქადაგებს. მაგრამ ცოტა არაა ისეთი სპორტსმენი, რომელიც არ ეთანხმება ასეთ მწვრთნელს და მიიჩნევს, რომ სექსი სარბიელზე გასვლის წინ 'ცოდვა; სულაც არაა და არგუმენტებად მიღწეული შედეგები მოაქვს.

ქვემოთ ორივე მხარის არგუმენტებს გავეცნოთ.

რას ამბობენ სექსის მომხრეები

კრისტიან ვიერი და ანტონიო კასანო - იტალიური ფეხბურთის ცნობილი პლეიბოები

არიან სპორტსმენები, რომლებიც მზად არიან, გამოამზეურონ თავიანთი დონჟუანური სიები. იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო თავს იწონებდა, რომ მის საწოლში 600-ზე მეტი ქალია ნამყოფი, მისი კოლეგა კრისტიან ვიერი კი პირდაპირ კამერის წინ განიხილავდა ყოფილი საყვარლების ღირსებებს.

მაგრამ მნიშვნელოვანი ტურნირების წინ სექსის სარგებელსა თუ ზიანზე მამაკაცები მაინც ნაკლებად საუბრობენ. გაცილებით აქტიურები არიან გოგონები და ბევრი მათგანი სტარტის წინ ინტიმურ ურთიერთობას მიესალმება კიდეც.

მეტი ამ თემაზე: მარიო ბასლერი - 7 ბოკალი ლუდი, კოლოფი მარლბორო და სექსი ევრო 96-ზე

სექსი ამშვიდებს. ფიტნეს-ბიკინის კატეგორიაში ბელარუსის ჩემპიონმა ლილია სალიმგარეევმა 'ტრიბუნასთან' ინტერვიუში მოკლედ და კონკრეტულად თქვა, რომ სექსი შეჯიბრების წინ ძალიან მაგარია ბელარუსს თანამოაზრეებიც მრავლად ჰყავს.

გერმანელ ფრანცისკა ვან ალმსიკს 90-იანებში პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს მოცურავედ აღიარებდნენ. აღმოსავლეთ ბერლინის მკვიდრმა ათი ოლიმპიური ჯილდო მოიპოვა. როგორც ფრანცისკა ამბობს, შეჯიბრების წინ სექსი მისთვის ბრწყინვალე 'სტიმულატორი' იყო.

'სექსი ბრწყინვალე რამაა. სასიყვარულო კავშირი ყოველთვის დადებითი ემოციებით აღმავსებდა და ეს არასდროს მიშლიდა ხელს ცურვაში, უფრო პირიქით'.

ალმსიკი: 'როდესაც მამაკაცი მსურს, ვერაფერი გამაჩერებს'

სექსი ამაღლებს ჰორმონალურ ფონს. WTA-ს რვა ტურნირის გამარჯვებული ფრანჩესკა სკიავონე აბსოლუტურად ეთანხმება ალმსიკს, ინტიმურ ურთიერთობას ფანტასტიკას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ასპარეზზე გასვლის წინ ის აუცილებელიცაა. სკიავონეს თქმით, სექსი ჰორმონალურ დონეს ამაღლებს, რაც მხოლოდ ხელს უწყობს კორტზე წარმატებით თამაშს. 

ასე ფიქრობს MMA-ს ვარსკვლავი რონდა როუზიც, რომელიც ბრძოლების წინ ცდილობდა, საყვარელ მამაკაცთან ინტიმი მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მისთვის მხოლოდ სასარგებლო იყო - შერეულ ორთაბრძოლებში როუზის 14 შეხვედრიდან 12 აქვს მოგებული.

რონდა როუზი რინგის გარეთ მრისხანედ სულაც არ გამოიყურება

სექსი, როგორც მედიტაცია. ბიატლონის ჩეხი ვარსკვლავი გაბი კოუკალოვა გულახდილ ავტობიოგრაფიაში "სხვა" წერს, რომ სექსი ქალს ფიზიკური მდგომაროების გაუმჯობესებაში ეხმარება და ასპარეზობის წინ ზოგჯერ თავადაც არ ამბობდა ამაზე უარს:

'ეს მედიტაციაა, თუ მრავალსაათიან ტანვარჯიშში არ გადაიზრდება'.

გაბრიელა კოუკალოვა არც ეროტიკული ფოტოების გადაღებას ერიდებოდა

სექსი სასარგებლოა კონცენტრირებისთვის. თუკი კოუკალოვასა და როუზის ინტიმი ენერგიით ავსებს, ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს ის ეხმარებოდა, მოედანზე კონცენტრირებული გასულიყო. 

'ზოგჯერ თამაშის წინ სექსით რამდენჯერმე ვკავდებოდი. ეს უფრო კონცენტრირებულს მხდიდა. შევამჩნიე, რომ რამდენიმე მატჩში უფრო კარგად გამოვიყურებოდი იმის გამო, რომ მანამდე სექსი მქონდა'.

ლეგენდარულ კიჭას სექსი კონცენტრაციაში ეხმარებოდა

რას ამბობენ სექსის მოწინააღმდეგეები

ბევრ გუნდში მნიშვნელოვანი მატჩების წინ ლამის სამხედრო დისციპლინა სუფევს. არსენალისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი სამირ ნასრი იხსენებდა, რომ ხოსეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს სექსით დაკავების ნებას მხოლოდ შუა ღამემდე რთავდა. ეს განსაკუთრებით ლიონელ მესისა და რობერტ ლევანდოვსკის ეხებოდა.

ხოსეპ გვარდიოლა ლიონელ მესის სქესობრივ ცხოვრებას მკაცრად უკონტროლებდა

სექსი მავნებელია დისციპლინისთვის. ცნობილ მწვრთნელებს შორის, რომლებიც მოთამაშეებს მნიშვნელოვანი მატჩების წინ გოგონებთან შეხვედრას უკრძალავდნენ, გერმანელი ბერტი ფოგთსი, ინგლისელი როი ჰოჯსონი, მექსიკელი მიგელ ერერა და ბოსნიელი საფეტ სუშიჩი იყვნენ. 

განის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად მწვრთნელი მალიკ ჯაბირი კი ირწმუნება, რომ ინტიმური ურთიერთობები ანგრევენ ფეხბურთს!

'არაერთი თანამედროვე ფეხბურთელია, რომელიც სწრაფად იღლება და 90 წუთს ვერ თამაშობს. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არასაკმარისი ხანგრძლივობით სძინავს, ვარჯიშობს ცოტას და ძალიან ხშირად აქვს სექსი. განაში უამრავი ლამაზი ქალია, რომლებიც ფეხბურთელებს არ ასვენებენ. ბალანსის დაცვაა საჭირო'.

რონალდინიო: 'ბარსაში თამაშის წინ სექსით ბევრი ვკავდებოდით, მაგრამ ეს თამაშში ხელს არ გვიშლიდა'

სექსი ნეგატიურად მოქმედებს ფიზიკურ ფორმაზე. ამ მოსაზრებას რამდენიმე სპორტსმენი იზიარებს. ცნობილი მოკრივე მოჰამედ ალის უთქვამს, რომ სწორედ თავშეკავებამ აქცია ის უდიდეს მებრძოლად. სამაგიეროდ, მსახიობი ჰალილა ალი, რომელიც მოკრივის მეორე ცოლი იყო, ამბობდა, რომ მისი მეუღლე ნამდვილი სექსუალური ნარკომანი იყო. 

მუჰამედ ალის ცოლი ლეგენდარულ მოკრივეს სექსუალურ ნარკომანად მოიხსენიებდა

ბრიტანელი სპრინტერი ლინფორდ კრისტი მიიჩნევს, რომ ბარსელონაში ოლიმპიური ოქრო იმის წყალობით მოიპოვა, რომ სტარტამდე რამდენიმე კვირით ადრე უარი თქვა ქალთან სიახლოვეზე.  როგორც კრისტი ირწმუნება, სექსის შემდეგ ფეხები თითქოს უმძიმდებოდა. 

რას ამბობენ ექიმები?

ლილია სალიმგარეევა შეჯიბრის წინ სექსის მომხრეა

სექსი ფიტავს. ამ მოსაზრებს ბევრი მედიკოსი იზიარებს. მაგალითად საფრანგეთის ფეხბურთელის ნაკრების ყოფილი ექიმი ჟან-პიერ პაკლე მიიჩნევს, რომ სექსი ადუნებს და თუკი ფეხბურთელი ვერ ხვდება, რომ სექსით თამაშის წინა ღამით არ უნდა დაკავდეს, მისი საქმე ცუდადაა.

მსგავსი მოსაზრება აქვს რუსეთის ეროვნული ნაკრების ექიმ ედუარდ ბეზუგლოვს, რომლის თქმით, დიდი სიამოვნება და ენდორფინების გამომუშავება კი არ განტვირთავს, არამედ ფიტავს ორგანიზმს. სწორედ ამის გამო ფეხბურთელი ნორმალურად გამოძინებას ვერ ახერხებს მაშინაც კი, როდესაც სექსი თამაშის წინა დღეს, დღისით აქვს.

პოლონელი ფიზიოთერაპევტი პაველ ლარიში კი მიიჩნევს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე 72 საათით ადრე თავი ინტიმური ურთიერთობისგან არამხოლოდ ფეხბურთელებმა, სხვა სპორტსმენებმაც უნდა შეიკავონ.

სექსი სპორტულ ჟინს კლავს. სპორტული მედიცინის რუსი სპეციალისტი ალეკსანდრ მუდრეცოვი მიიჩნევს, რომ თამაშის წინ სექსი სპორტსმენს ასუსტებს.

'მიმაჩნია, რომ სექსი, რომელიც ე.წ. ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას ხელს უწყოს და რომელიც თავისთავად, უკვე არის ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენის შრომისუნარიანობაზე მოქმედებს. უფრო ზუსტად კი, მას უფრო ნაკლებად ენერგიულს, კონცენტრირებულს, მოტივირებულსა და სპორტულად ჟინიანს ხდის'.

რონალდოს სექსს მუნდიალის მოგება ურჩევნია 

სექსი არაფერზე მოქმედებს. წიგნის 'სექსი სპორტში. მითი თუ ფაქტი' ავტორმა ტომი ბუნმა შესაბამისი ტესტირება ჩაატარა. კვლევაში სპორტსემენების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთ ჯგუფს ტესტის ჩატარებამდე 12 საათით ადრე სექსი ჰქონდა, მეორეს - არა. საბოლოოდ ბუნმა ჯგუფების შრომისუნარიანობაში ვერავითარი განსხვავება გამოავლინა.

მსგავსი ექსპერიმენტი კალიფორნიის უნივერსიტეტში შარშან პროფესორმა ტოდ ასტორინომაც ჩაატარა. მან 12 სპორტსმენის ფიზიკური ფორმა გამოიკვლია, სასიყვარულო ღამისა და ჩვეულებრივი ძილის შემდეგ და მივიდა დასკვნამდე, რომ სექსი სულ უმნიშვნელოდ მოქმედებს პროფესიონალიზმზე.

სექსი ეხმარება. ტელეარხმა ESPN-მა პროფესიონალი მოკრივეები გამოსცადა - მამაკაცი და ქალი, რომლებსაც სპეციალური სენსორებით გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მკლავებსა და ფეხებში ძალა შეუმოწმა. სპორტსმენებს ტესტები სექსისგან თავშეკავების პერიოდში და სექსის შემდგომ ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ ინტიმის შემდეგ ორივე მოკრივეს ტესტოსტერონის დონე აუმაღლდა, განსაკუთრებით კი ამან ქალის შრომისუნარიანობაზე იმოქმედა, რომლის დარტყმის ძალამ 316 კგ-იდან 438 კგ-მდე მოიმატა.

მეტი ამ თემაზე: ოლიმპიური სექსსკანდალები - სექსუალური მოძალადე და მსხვერპლი სპორტსმენები

სექსი და ორგაზმი დოპინგია. სპორტული ექიმი ისრაელიდან ალეკსანდრ ოლშანეცკი ირწუნება, რომ გოგონებსითვის შეჯიბრების წინ სექსი უბრალოდ აუცილებელია. სპეციალისტის აზრით, ქალი სპორტსმენი საუკეთესო შედეგებს სწორედ ორგაზმების შემდეგ აღწევს. 

'რაც მეტია ორგაზმი, მით მეტია მედლის მოპოვების შანსი'.

თავის მხრივ, ამერიკელი ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ორგაზმი ქალს დაღლილობას უხსნის და ის სიახლოვიდან დღე-ღამის განმავლობაში მოქმედებს. რუსი ფსიქიატრი ვენიამინ ჟიტლოვსკი კი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ქალისთვის ორგაზმი სრულიად ლეგალური და უსაფრთხო დოპინგია. 

მეტი ამ თემაზე: ოლიმპიადის წინ მწვრთნელმა გამაუპატიურა | ჩემპიონის აღიარება 

თავის დროზე დადიოდა ხმები, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების წევრ გოგონებთან პირადი "მასაჟისტები" მუშაობდნენ, რომლებიც სტარტის წინ სპორტსმენებთან იწვნენ. ცურვაში მსოფლიოს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ყოფილი გდრ-ის წარმომადგენელმა რიკა რაინიშმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ გაცურვის წინ სექსი მას ძალიან ეხმარებოდა.

'ის, რომ შეჯიბრების წინ სექსი ნეგატიურად მოქმედებს ქალზე, ტყუილია! - ამბობს ტანვარჯიშის გერმანელი მწვრთნელი უვე ჰაკუსი. - გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ქალი სექსის შემდეგ უკეთესად დარბის! ქალის ორგამიზმში სექსის შემდეგ ტესტოსტერონის დონე მაღლა იწევს'.

'1969-ში სასმელსა და სექსზე უარი ვთქვი. ეს იყო ყველაზე საშინელი 15 წუთი'. ჯორჯ ბესტი

ტურინის იუვენტუსისას და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო სექსისა და მსოფლიოს ჩემპიონობის სიხარულს ერთმანეთს ადარებს:

'დარწმუნებული ვარ, სექსი ისეთ ბედნიერებას ვერ მოგიტანს, როგორსაც მუნდიალის მოგება. სექსი ცუდი არაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელაა, რასა ვერ იტყვი სექსსზე'.

სტატია მომზადებულია tribuna.com-ის მიხედვით. 

კომენტარები

ბოლო ამბები