Thumbnail
  • 26 წლის ქართველს ციციპასთან მარცხი TOP 20-ში ადგილის დაკარგვად დაუჯდა
  • ATP-ის რეიტინგის სათავეში ნოვაკ ჯოკოვიჩი რჩება, WTA-ში ნაომი ოსაკა გალიდერდა

ATP-ის რეიტინგი განახლდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულს დაშორდა. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა, ორი საფეხურით რეგრესი განიცადა და ამჟამად 1 820 ქულით 22-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ მელბურნში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 1/16-ფინალური შეხვედრა წააგო და შარშანდელი შედეგი გაიმეორა. ქართველ ჩოგბურთელს ქულებით ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა, ბელგიელმა დავიდ გოფინმა და ფრანგმა ლუკა პუიმ გაუსწრეს.

ბასილაშვილმა მელბურნში ახალგაზრდა ბერძენთან ოთხ სეტში წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილაშვილის საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში მე-20 ადგილია. ქართველი ჩოგბურთელი 3-10 თებერვალს სოფიაში ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.

ATP-ის განახლებულ რეიტინგის სათავეში ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი რჩება (10955) ,მეორე ადგილზე კი ესპანელი რაფაელ ნადალია (8320).

WTA-ს რეიტინგის სათავეში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის გამარჯვებული იაპონელი ნაომი ოსაკაა (7030), მეორეზე კი ჩეხი პეტრა კვიტოვაა (6290).

კომენტარები

ბოლო ამბები