Thumbnail

'შენ უკვე ქართველი ხარ, მილოშ' - ლაჩნის ტორპედოს კაპიტნის სიტყვა არ ავიწყდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მილოშ ლაჩნიმ საქართველოში გატარებული პერიოდი კარგად გაიხსენა
  • სლოვაკმა ტორპედოში ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ითამაშა

სლოვაკურ მედიაში გავრცელდა მასალა, სადაც ქუთაისის ტორპედოს ექს-ფეხბურთელი მარეკ ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს ნეგატიურად იხსენებს. მოგვიანებით, ტორპედომ გაავრცელა კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, მილოშ ლაჩნის კომენტარი, რომელიც პირიქით, ქუთაისურ კარიერას და საქართველოში გატარებული პერიოდს ძალიან კარგად იხსენებს.

მილოშ ლაჩნი (ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელი): 

საქართველოში გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად მემახსოვრება. დღიდან დღემდე, ეს ქვეყანა სულ უფრო მიყვარდებოდა. შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი და ქუთაისი!

ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. მშვენიერ გუნდში მოვხვდი, სადაც გუნდელები თავს ქართველად მაგრძნობინებდნენ. არ დამავიწყდება მომენტი, როცა გუნდის კაპიტანმა მითხრა, "შენ უკვე ქართველი ხარ, მილოშ"...

ტორპედოსთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ეს ყველაფერი კი თასის ფინალში დამიფასდა, სადაც ორი გოლი გავიტანე და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარე. მაგრამ, წასვლა მომიწია. მე ვიცი, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა და სხვადასხვა გზების გამონახვას ეცადა, თუმცა ყველა ადამიანი განსხვავებულია...

მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს, რომელიც გუნდში ძალიან კარგ ატმოსფეროს ჰქმნიდა. ამ რამდენიმე თვეში ტორპედო და ქუთაისელი ფანები ძალიან შემიყვარდა. დიდი იმედი მაქვს, ფანების გულიც მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დროისთვის. ადრე თუ გვიან, საქართველოს ვეწვევი და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს!

კომენტარები

ბოლო ამბები