Thumbnail
  • 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი შესაძლოა ტურინის იუვენტუსში აღმოჩნდეს
  • ტრანსფერის მთავარი ინიციატორი მარსელოს ყოფილი თანაგუნდელი რონალდოა

მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ კლუბის შეცვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. როგორც Marca იუწყება, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბს", რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

აქამდე იწერებოდა, რომ მარსელო ტურინის იუვენტუსში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად პორტუგალიელი თავდამსხმელიც ძალიან დაინტერესებულია მარსელოს ტრანსფერით და ყველაფერს აკეთებს მის განსახორციელებლად.

მეტი ამ თემაზე: ზედმეტი წონა, კრიშტიანოს რჩევა - მარსელო იუვენტუსში უნდა წავიდეს

30 წლის მარსელო ბოლო დრომდე არ ფიქრობდა რეალის დატოვებას, მაგრამ დამოკიდებულება მადრიდული კლუბის მიმართ მაინც შეიცვალა და ამის მიზეზი სანტაიგო სოლარისგან უნდობლობაა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინული კლუბი მზადაა, მარსელოში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სოლარი ბოლო მატჩებში  მარსელოს ძირითადში აღარ აყენებს

ბრაზილიელმა მცველმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 12 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

პორტალი Transfermarkt მარსელოს სავარაუდო სატრანსფერო ფასად 70 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები