Thumbnail
  • ლუკა დონჩიჩმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა
  • მიუხედავად ამისა, დალასი ტორონტოსთან მაინც დამარცხდა
  • პოლ ჯორჯმა ოკლაჰომას მილუოკისთან მოაგებინა

NBA-ს პლეი ოფი ლუკა დონჩიჩის გარეშე? ეს კარგი არ იქნება. არადა, საქმე სწორედ აქეთ მიდის...

19 წლის სლოვენიელმა კიდევ ერთი შესანიშნავი, უფრო სწორად, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი დალასი ტორონტოსთან მაინც დამარცხდა.120:123 წაგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა 35 ქულით, 12 მოხსნითა და 10 პასით არა მარტო მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, არამედ კარიერის საუკეთესო შედეგიც დადო, მაგრამ დალასი ბოლო 7 შეხვედრაში მეხუთე წაგებისგან ვერ იხსნა.

დონჩიჩი პირველი თინეიჯერია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ორი სამმაგი დუბლი შეასრულა!

“მე მხოლოდ გუნდის გამარჯვება მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია, მაგრამ რომ მოგვეგო, კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნებოდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დონჩიჩმა.

ტორონტომ კი, სტუმრად სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. პირველ რიგში ეს კავაი ლეონარდის დამსახურებაა, რომელმაც 33 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი ტორონტოსთან

ტოპ-მატჩი ოკლაჰომამ მოიგო

დღის მთავარ შეხვედრაში ოკლაჰომამ მილუოკის დამარცხება შეძლო. ბოლო 75 წამში პოლ ჯორჯმა 7 ქულა მოიპოვა და სითი თანდერის გამარჯვება (118:112) სწორედ მისი დამსახურებაა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 36 ქულა და 13 მოხსნაა.

“მან უბრალოდ ყველაფერი გააკეთა. შესანიშნავად ითამაშა და თამაშის ბედი გადაწყვიტა,” - ეს მილუოკის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს სიტყვებია, რომელმაც 27 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა.

ოკლაჰომასთვის ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო - გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა მილუოკიმ ზედიზედ 6 მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები