Thumbnail

სანაძის მესამე მარცხი პოლონეთში! დუდამ გდინიას 24 ქულა ჩაუგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანაძის მესამე მარცხი პოლონეთის ჩემპიონატში
  • დუდამ მესამე შეხვედრაშიც კარგად ითამაშა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში დუდა სანაძის როსა რადომი გდინიას ესტუმრა და 27 ქულით დამარცხდა. მასპინძლებმა შეხვედრა 100:73 მოიგეს. ეს ქართველისთვის მესამე მატჩი იყო და მან ისევ კარგად ითამაშა.

დუდამ 31 წუთში 24 ქულა ჩააგდო. სანაძემ 11-დან 7 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

დუდას გუნდმა მხოლოდ მეორე პერიოდის მოგება შეძლო. სანაძემ როსა რადომთან ერთად ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ქართველმა კალათბურთელმა სამ შეხვედრაში 65 ქულის ჩაგდება შეძლო. სანაძის გუნდის მომდევნო მეტოქე შტეჩინი იქნება, რომელიც ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები