Thumbnail
  • იუვენტუსმა სერია A-ში მე-19 გამარჯვება იზეიმა
  • ტურინელებმა ლაციოს სტუმრად, სტადიო ოლიმპიკოზე მოუგეს 2:1 მოუგეს
  • ალეგრის გუნდი წაუგებელ სერიას აგრძელებს

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ლაციომ 'სტადიო ოლიმპიკოზე' იუვენტუსს უმასპინძლა და ტურინელთა წაუგებელი სერიის დასრულებასთან ახლოს იყო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში უამრავი მომენტი შექმნეს და იუვენტუსმა გოლი შჩესნის კარგი თამაშის წყალობით არ გაუშვა. 

იუვენტუსმა პირველ ტაიმში კარისკენაც ვერ დაარტყა!

ლაციო მეორე ტაიმის 59-ე წუთზე დაწინაურდა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ემრე ჯანმა თავით საკუთარ კარში ჩაჭრა. ტურინელებმა ჟოაო კანსელოს გოლით გაათანაბრეს - პორტუგალიელმა წონასწორობა 75-ე წუთზე, შეცვლაზე შესვლის შემდეგ აღადგინა. გამარჯვების გოლიც მისი დამსახურებით გავიდა: კანსელოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი კრიშტიანო რონალდომ გოლად აქცია და იუვენტუსს სეზონში მე-19 მატჩი მოაგებინა.

იუვენტუსს 59 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარს, ნაპოლის 11 ქულით უსწრებს. 'ბებერი ქალბატონის' მომდევნო მეტოქე სერია A-ში პარმა იქნება.

მასიმილიანო ალეგრი: 'პირველ 60 წუთში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მატჩის მიწურულს ეს შეცდომები გამოვასწორეთ. ჩირო იმობილე ახლოს იყო მეორე გოლის გატანასთან, მატჩზე კონტროლი დაკარგული გვქონდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ეს გამოვასწორეთ.

ლაციოს რომში დამარცხება მარტივი არასდროსაა. სათადარიგო სკამის ფეხბურთელები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი ხალხია, ვიდრე ის მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში თამაშს იწყებენ. სათადარიგო ფეხბურთელებს თამაშის შეცვლა შეუძლიათ. იყო თუ არა შჩესნი მატჩის საუკეთესო მოთამაშე? მან ყველაფერი კარგად გააკეთა, მაგრამ ჩვენ ისედაც ვიცით, რომ დიდებული მეკარეა. კარგია, რომ ნაპოლის მიერ დაფიქსირებული შედეგი გამოვიყენეთ.'

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები