Thumbnail

ხელბურთი | სკანდინავიური ფინალი დანიამ მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დანიის ნაკრები ხელბურთში მსოფლიოს პირველ ჩემპიონობას ზეიმობს
  • თანამასპინძელმა სკანდინავიურ ფინალში ნორვერგია დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში დანიის ნაკრებმა მოიგო! გადამწყვეტ მატჩში დანიელებს ნორვეგიელებთან სკანდინავიური დუელი ჰქონდათ და ხელბურთის მოყვარულები დაძაბულ მატჩს ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. დანიის ნაკრებმა მთელი მატჩი სრული უპირატესობით წარმართა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა - 31:22 თანამასპინძლების სასარგებლოდ.

მიკელ ჰანსენი 72 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია

დანიის ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - გუნდს მანამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო მათი სუპერვარსკვლავი მიკელ ჰანსენი იყო - მან 7 გოლი გაიტანა. მთელ ტურნირზე მან 72 გოლის გატანა შეძლო და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მეკარე ნიკლას ლანდინმაც.

კომენტარები

ბოლო ამბები