Thumbnail
  • არსენალმა და ინტერმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
  • ლონდონელებს პერიშიჩი სურთ, მილანელებს - იოზილი

ასოციაციის თასზე, მანჩესტერ იუნაიტედთან წაგებულ შეხვედრაში (1:3) მესუთ იოზილმა არსენალის რიგებში 26 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - ცხადია, რომ ლონდონელთა მწვრთნელ უნაი ემერის 30 წლის ნახევარმცველი არ სჭირდება. 

ივან პერიშიჩი

იოზილი არსენალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ლონდონელებს მისი გაშვება სურთ. BBC-ის ინფორმაციით, არსენალს მილანის ინტერის გარემარბის, ივან პერიშიჩის გადაბირებს სურს და რაკი იტალიურ კლუბს იოზილი უნდა, ლონდონელები მზად არიან, ფეხბურთელები გაცვალონ.

“ვიცით, რომ მას რამდენიმე კლუბი ეპატიჟება, მაგრამ ჩვენ კონკრეტული შემოთავაზებები გვჭირდება,” - ეს სიტყვები ინტერის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ეკუთვნის. მილანელებმა კონკრეტული წინადადება უკვე მიიღეს: BBC-ის ცნობით, არსენალმა ინტერს იოზილისა და პერიშიჩის მინიმუმ სეზონის ბოლომდე გაცვლა შესთავაზა და მზადაა, კონტრაქტში ჩადოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში, სურვილის შემთხვევაში, ხორვატს 40 მილიონად შეიძენს.

ივან პერიშიჩი 2011 წელს ბრიუგედან დორტმუნდის ბორუსიაში 5,5 მილიონ ევროდ გაიყიდა, 2013 წლის იანვარში 8 მილიონ ევროდ ვოლფსბურგში გადავიდა, 2015 წელს კი ინტერმა მის სანაცვლოდ 19 მილიონი გადაიხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები