Thumbnail

'მოხუცი' ვან პერსის დუბლი - ფეიენოორდმა აიაქსს 6 გოლი გაუტანა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფეიენოორდი 6:2 აიაქსი
  • როტერდამელებმა 'დე კლასიკი' მოიგეს და აიაქსს საქმე გაურთულეს

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-19 ტურში ფეიენოორდმა აიაქსს უმასპინძლა და 6 გოლი გაუტანა! მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში აიაქსი დაწინაურდა, მასპინძლებმა ამსტერდამელებთან საოცრად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.

ფეიენოორდის კაპიტანმა, 35 წლის რობინ ვან პერსიმ კარგი მატჩი ჩაატარა. მან აიაქსს ორი გოლი გაუტანა და ერთ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. ვან პერსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც 'დე კლასიკში' დუბლი შეასრულა - რობინი ზუსტად 35 წლის და 174 დღისაა.

ფეიენოორდმა ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა. აიაქსს კი საქმე გაურთულდა. ამსტერდამელებს ლიდერ პსვ-სთან ქულათა სხვაობის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და მეტოქეს ისევ 5 ქულით ჩამორჩებიან.

ფეიენოორდი 6:2 აიაქსი

გოლები: 0:1 შიონე (8), 1:1 ტოორნსტრა (16), 2:1 ბერგუისი (31), 2:2 ზიეში (33), 3:2 ვან პერსი (42), 4:2 ვან პერსი (56), 5:2 ვილენა (75), 6:2 აიუბი (84).

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა 

კომენტარები

ბოლო ამბები