Thumbnail

ქართველების წარმატება ჩინეთში - თუთურაულმა UFC-ს მებრძოლი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რაულ თუთარაულმა კუბელი ისკუედრო დაამარცხა
  • ვაჟა წიპტაურის ფრე ბრაზილიელთან
  • ქართველმა სპორტსმენებმა 27 000 დოლარი გამოიმუშავეს 
რაულ თუთურაული და ვაჟა წიპტაური

ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შერეულ ორთაბრძოლებში, რომლის სახელია M-1 challenge, ქართველმა მებრძოლებმა, რაულ თუთარაულმა და ვაჟა წიპტაურმა იასპარეზეს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში რაულ თუთარაული კუბელ ისკუედროს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოუგო მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ისკუედრო UFC-ში ასპარეზობს.

რაულ თუთარაული, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ზოლთან მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს, გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის.

“კუბელი ძალიან ძლიერი და გამოცდილი სპორტსმენია. რთული ბრძოლის მოლოდინში ვიყავი და არ ველოდი თუ ასე ადვილად მოვიგებდი და ასე მალე დავასრულებდი ამ ორთაბრძოლას". - განუცხადა POPSPORT.COM-ს რაულ თუთარაულმა.

ვაჟა წიპტაური ბრაზილიელ რაფაელ დიასს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, ფრე დაფიქსირდა. ქართველს მსაჯებმა აკრძალული ილეთი, თავის მკერდში ჩარტყმა დაუფიქსირეს, ყვითელი ბარათი მისცეს და მხოლოდ ამიტომ გაუშვა ქართველმა გამარჯვება ხელიდან. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მებრძოლის მწვრთნელი გიორგი კაბულაშვილია.

ჩინეთის ტურნირზე მონაწილეობისთვის რაულ თუთარაულმა და ვაჟა წიპტაურმა 27 000 დოლარი გამოიმუშავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები