Thumbnail

ერთი წელი ჩემპიონობიდან - როგორ მოიგო ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2018 წლის 27 იანვარს ტოჩინოშინმა ბაშო მოიგო
  • გავიხსენოთ გამარჯვება შოჰოზანთან
ტოჩინოშინი 2018 | ქართული ტრიუმფის წელიწადი იაპონიაში

ზუსტად ერთი წლის წინათ, 2018 წლის 27 იანვარს ტოკიოს იანვრის ბაშოზე მესამე მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) შოჰოზანი მძიმე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით დაამარცხა და იაპონიის იმპერატორის თასი ტურნირის დასრულებამდე 1 დღით ადრე დაიბევა.

საბოლოოდ, მან ბაშო 14-1 ბალანსით დაასრულა და ერთ თვეში სეკივაკე გახდა. ლევან გორგაძის პროგრესი მას მერე კვლავ გაგრძელდა, ორი ბრწყინვალე ბაშოს (10-5 მარტში, 13-2 მაისში) შემდეგ, ქართველ სუმოისტს ჩემპიონის (ოძეკი) რანგი მიანიჭეს. 

სამწუხაროდ, წლევანდელი იანვრის ბაშო საპირისპირო გამოდგა ტოჩინოშინისთვის - შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ იმედგაცრუება, ბაშოს დაწყებამდე ვარჯიშზე დაშავებულმა ტოჩინოშინმა 5 დღის განმავლობაში იჭიდავა, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ბაშოდან მოიხსნა. 

2018 წლის 27 იანვარი

ერთი წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობიდან

ერთი წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობიდან

ერთი წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობიდან

ერთი წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობიდან

ერთი წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობიდან

საჩემპიონო გამარჯვება შოჰოზანთან 

კომენტარები

ბოლო ამბები