Thumbnail

'ეს გამარჯვება დავიმსახურეთ' - გოგა ბითაძე ევროლიგის TOP 10-ში მოხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოგა ბითაძის ბლოკი ტურის TOP 10-ში
  • ქართველი ცენტრის კომენტარი
გოგას ეფექტური ჩატენვა

გოგა ბითაძე ევროლიგის მე-20 ტურის მატჩში, რომელშიც ბუდუჩნოსტმა 75:70 დაამარცხა გრან კანარია, MVP გახდა. მან განსაკუთრებით მე-3 მეოთხედში ითამაშა ეფექტურად, როცა მონტენეგროს გუნდმა მატჩის შემოტრიალება შეძლო. ამ შეხვედრაში გოგამ 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 ბლოკი მოუტანა თავის გუნდს. 

გოგას ეფექტური ბლოკი ევროლიგის ტურის TOP 10-ში მოხვდა მე-10 ნომრად. ეს უკვე პირველი შეხვედრა არ არის, როცა ქართველი ცენტრის მოქმედება ტურის რჩეულ ეპიზოდებში ხვდება. ევროლიგის ტვიტერზე დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა დანკმაც, როცა მეტოქის ფარზე მოიგო ბურთი და ეფექტურად ჩატენა, თუმცა ეს ეპიზოდი ათეულში ვერ მოხვდა.  

ტურის TOP 10

სტატისტიკა: გოგა ბითაძეს 6 მატჩში 19 ბლოკი აქვს და ევროლიგაში უკვე მე-7 ადგილზეა. მის წინ მყოფმა 5-მა კალათბურთელმა 20 მატჩი ითამაშა, ერთმა - 17. 

თამაშის შემდეგ გოგა ბრწყინვალე ხასიათზე იყო: "ეს იყო დიდი მატჩი - ჩვენ შინ ზედიზედ მესამედ მოვიგეთ ევროლიგაში. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენთვის, ფანებისთვის, ჩვენი თვითრწმენისთვის და, რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისითაც. დღეს მთელმა გუნდმა მიაღწია ამ გამარჯვებას. მოედანზე საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ და ეს მოგება დავიმსახურეთ. 

ბუდუჩნოსტის თავკაცი იასმინ რეპეშა: "შეტევაში ჩვენ უდიდესი ტალანტები გვყავს - ბითაძე, კოული და ჯეკსონი". 

ევროლიგის ტურის MVP გოგა, რა თქმა უნდა, არ გახდა, თუმცა 27 ქულით მან მე-5 ადგილი გაიყო ნანდო დე კოლოსთან (ცსკა). 

კომენტარები

ბოლო ამბები