Thumbnail

დვალიშვილის ბრძოლა გრეპლინგის წესებით - ფრე რონი დავილასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა სპორტსმენმა გრეპლინგის წესებით იბრძოლა
  • მერაბ დვალიშვილი რონი დავილას წინააღმდეგ

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი შეხვედრის გამართვამდე გრეპლინგის წესებით იბრძოლა. მერაბი RISE-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში რონი დავილას დაუპირისპირდა.

როგორც იცით, ქართველის თავდაპირველი მეტოქე კრისტიან მედინა იყო, თუმცა ეს უკანასკნელი აწონვებზე არ გამოცხადდა, რის გამოც ორგანიზატორებმა მეტოქე შეცვალეს და კრისტიან მედინა რონი დავილათი ჩაანაცვლეს.

მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში აქტიური იყო. მან რამდენჯერმე სცადა მეტოქის მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთზე დაჭერა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქართველი მებრძოლი ახერხებდა დავილას პარტერში გადაყვანას, მაგრამ ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მერაბ დვალიშვილის ბრძოლა რონი დავილასთან

მერაბ დვალიშვილის ბრძოლა რონი დავილასთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 25 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები