Thumbnail

ზედიზედ მესამე მოგება და MVP-ის ტიტული - გოგა ბითაძის მორიგი შოუ ევროლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბუდუჩნოსტი 75:70 გრან კანარია
  • გოგა ბითაძე - 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 ბლოკი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-20 ტურის მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა 75:70 დაამარცხა გრან კანარია. ეს ქართველი ცენტრის გუნდის მე-6 გამარჯვებაა სეზონში, ზედიზედ კი - მესამე. სხვათა შორის, მონტენეგროულმა კლუბმა 6-დან 4 შეხვედრა ესპანურ კლუბებთან მოიგო - დაამარცხა რეალიც, ბარსელონაც, ბასკონიაც და გრან კანარიაც. 

გოგას ეფექტური ჩატენვა

ბრწყინვალე იყო გოგა ბითაძე, რომელიც კვლავ არ იყო სასტარტოში, თუმცა 28:36 წუთში 16 ქულით მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზეა 7 მოხსნა, 3 ბლოკი და 2 პასი. მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა. 

გოგას ეფექტური დაფარება

გუნდში ნორის კოულისა და ბითაძის მისვლის შემდეგ, ბუდუჩნოსტი ერთი-ორად გაძლიერდა და ახლა პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლაც არ არის აუხდენელი ოცნება - მე-8 ადგილს ბუდუჩნოსტი 3 მოგებით ჩამორჩება, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი 10 ტური რჩება. 

ევროლიგის ტვიტერი - A ⭐ დაიბადა

საინტერესო ფაქტები

🏀 ბითაძის 3 ბლოკი ტურის საუკეთესო შედეგია (ტავარეშთან ერთად).

🏀 გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 ჰქონდა, რაც მისთვის მეორე შედეგია ევროლიგაზე.

🏀 საშუალო მაჩვენებელი - 14.7 ქულა, 7.3 მოხსნა და 3.2 ბლოკი.

🏀 გოგამ 6-დან მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო 10 ქულის დაგროვება (8 ქულა მაკაბისთან). 

ბასკონიას ჯენინგმაც ვერ უშველა

ბასკონიას ჯენინგის 18 ქულა მოსაგებად არ ეყო

ბასკონია, რომელსაც კვლავ აკლია ტრავმირებული თორნიკე შენგელია, სტუმრად დარუშაფაკასთან დამარცხდა - 75:80. საქართველოს ნაკრების მსროლელმა მეტ ჯენინგმა 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები