Thumbnail
  • 📅 27 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ ესპანიოლი V რეალი
  • ბოლოს რეალმა ესპანიოლთან ასენსიოს გოლით წააგო

სანტიაგო სოლარის გუნდი შეეცდება, ლა ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგოს, ამისთვის კი "სამეფო კლუბმა" ბარსელონაში უნდა იყოჩაღოს, ოღონდ, ესპანიოლთან. თუ რეალი ბოლოს ათამაშდა, ესპანიოლი საშინელ ფორმაშია, რომ არა ლეგანესთან 5 იანვარს მოგებული შეხვედრა, ბარსელონურ კლუბს კატასტროფული შედეგი ექნებოდა. არადა, ჟოან რუბის გუნდმა სეზონი დიდებულად დაიწყო. მაგრამ ნოემბრის შუიდან "აურია" და ბოლო 9 ტურში 8 მატჩი წააგო.

ასენსიოს გოლით

როგორც წესი, რეალი იოლად ამარცხებს ხოლმე ესპანიოლს, თუნდაც ზუსტად სამი წლის წინანდელი 6:0 გავიხსენოთ, მაგრამ სამეფო კლუიბის ბოლო ვიზიტი ყოფილ "კორნელია ელ პრატზე" წარუმატებელი გამოდგა - კატალონიელებმა 1:0 იმარჯვეს. თუმცა გამარჯვების გოლის ავტორი, მარკო ასენსიო ახლა სწორედ "სამეფო კლუბში" ირიცხება. 

ესპანიოლი რეალის დასახვედრად ემზადება

კროოსი ბრუნდება!

ტონი კროოსი სრულფასოვნად ვარჯიშობს

გერმანელი ტონი კროოსი სრულად გამოჯანმრთელდა და მზად არის, რეალს ამ შეხვედრაში დაუბრუნდეს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ძველი ტრიო ვიხილოთ შუახაზში - კაზემირო-კროოსი-მოდრიჩი. სერხიო რეგილონი კარგად თამაშობს, ბრაზილიელი მარსელო კი - პირიქით. ამიტომაც, სასტარტოში ისევ რეგილონს ველით და არა გამოცდილ მარსელოს. ასენსიო უკვე ვახსენეთ, თუმცა მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ - ფლანგებიდან ბენზემას ისევ ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი მიეხმარებიან (გარეთ ბეილი ტრავმირებულია). 

რეალს არ ეყოლება მეკარე კეილორ ნავასი, ასევე ხესუს ვალიეხო და, დიდი ალბათობით, არც მარიანო დიასი. 

ესპანიოლის დანაკარგი კი შთამბეჭდავია: ერნან პერესი, ოსკარ დუარტე, ნალდო და დავიდ ლოპესი. ეს კი რეალის შანსებს ერთი-ორად ზრდის.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანიოლი (4-3-3): დიეგო ლოპესი - როსალესი, ლუის ლოპესი, ერმოსო, დიდაკ ვილა - დარდერი, როკა, გრანერო - ლეო ბაპტიშტაო, იგლესიასი, სერხიო გარსია 

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა უკანასკნელი 13 შეხვედრიდან 12 მოუგო ესპანიოლს (ყველა შეჯიბრება).

⚽ ლა ლიგის ბოლო 9 ტურიდან 8-ში ესპანიოლი დამარცხდა.

⚽ ესპანიოლთან ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6-ში რეალმა კარი მშრალად შეინახა.

⚽ ესპანიოლს რეალთან ბოლო 5 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე ნაკლები გააქვს.

⚽ რეალის ბოლო 6 საგარეო მატჩიდან (ლა ლიგა) ხუთში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები