Thumbnail

ბათუმის შემადგენლობა კონტინენტის ფარზე ტიმიშოარასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 13 იანვარს: კონტინენტის ფარის მეოთხედფინალური ეტაპი.
  • პირველი მატჩი "რაგბი არენაზე".
  • ცვლილებები შემადგენლობაში.

13 იანვარს, სარაგბო კლუბი ბათუმი კონტინენტის ფარზე ტიმიშოარა სარასენსთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ბათუმის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა: შუამარბმა ბექა ურჯუკაშვილმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და მის პოზიციაზე გიორგი გოგიტიძემ გადაინაცვლა, ხოლო გარემარბად მარქაფიდან ნიკა ნინიძე დაწინაურდა, რომელმაც ევროთასების განვლილი ოთხი თამაშიდან ერთი სასტარტოში დაიწყო (ვიადანასთან), ხოლო სამჯერ შეცვლაზე შევიდა.

კონტინენტის ფარზე დებიუტი ექნება კვაჭ გიორგი თედორაძეს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ხოლო ბექა მამრიკიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ერთი ცვლილებაა შერკინების მეორე ხაზშიც და ამირან მიქაძის ნაცვლად თამაშს არჩილ ალიქაძე იწყებს.

პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ერთი თვის წინ ჯგუფურ ეტაპზე ტიმიშოარას 20:17 მოუგო.

ბათუმის შემადგენლობა ტიმიშოარას წინააღმდეგ ➡️ Bit.do/d2tnz ხვალ, 13 იანვარს, 15 საათზე, რაგბი არენაზე (ლეონიძის 2) ბათუმი vs Timisoara Saracens Rugby Club #უქომაგებათუმს 🔵⚪

Posted by სარაგბო კლუბი ბათუმი - Rugby Club Batumi on პარასკევი, 12 იანვარი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები