Thumbnail

დიდი 10 ჩხუბით დაბრუნდა - ლოკომოტივმა არმიას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი 10 არმიასა და ლოკომოტივის მატჩის გაიხსნა
  • ორი წითელი ბარათი და 4 ლელო შევარდენზე

დიდი 10-ის მე-11 ტურში არმიამ 'შევარდენზე' ლოკომოტივს უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, 9:28 დამარცხდა. ლოკომოტივმა პირველ ტაიმში მეტოქეს 3 ლელო დაუდო, მეორე ნახევარში კი კიდევ ერთი ლელოც დაამატა და ბონუს ქულაც მოიპოვა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მორაგბეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მსაჯმა მინდვრიდან ორივე გუნდის თითო მორაგბე გააძევა - შალვა ზვიადაური არმიიდან და ლაშა გედეხაური ლოკომოტივიდან.

დიდი 10 ჩხუბით განახლდა - გედეხაურისა და ზვიადაურის წითლები

დიდი 10 ჩხუბით განახლდა - გედეხაურისა და ზვიადაურის წითლები

Posted by GeoRugby on პარასკევი, 25 იანვარი, 2019

ლოკომოტივს ამ მოგებით 37 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. არმია ჩემპიონატში ბოლო ადგილზე და გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ტურში მარნეულის არმაზს უმასპინძლებს. არმია კი უშუალო კონკურენტს პატარძეულის ვეფხვებს ესტუმრება.

მთავარი ფოტო: DIDI 10

გუნდების ქულები

არმია: ბახვა კობახიძე (3 ჯარიმა)

ლოკომოტივი: ზურა ძნელაძე - ლელო, ირაკლი ქვათაძე - ლელო, ლევან გოგოლაშვილი - ლელო, ზვიად მაისურაძე - ლელო. ბექა წიკლაური - 4 გარდასხვა.

კომენტარები

ბოლო ამბები