Thumbnail

BREAKING: რუსთავი 2-ის სპორტული ჟურნალისტის სახლს ესროლეს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სპორტული ჟურნალისტის სახლს ტყვია ესროლეს
  • დავით ერაძემ მომხდარი POPSPORT.COM-ს დაუდასტურა

ცოტა ხნის წინ, დავით ერაძის სახლს ტყვია ესროლეს. რუსთავი 2-ის სპორტულმა ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია POPSPORT.COM-ს დაუდასტურა.

“ტყვია აივანზე გდია, ხოლო სახლის კარი დაზიანებულია. დავურეკე 112-ს, აქ არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და თავიანთ საქმეს ასრულებენ. აღნიშნულ ფაქტს ვერაფერს დავუკავშირებ, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. ჭიდაობის ფედერაციის სკანდალთან დაკავშირებით სიუჟეტი გავაკეთე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე დავაბრალო. მე ვიცი ფაქტი, რომ ჩემი სახლის აივანზე ტყვიაა!” - განაცხადა დავით ერაძემ.

აღნიშნულ ფაქტზე რუსთავი 2-მა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა. მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით. უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ქართულ ჭიდაობაში არსებული სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეიდენტი გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების კაპიტანს, ზურაბ დათუნაშვილს უპირისპირდება. სწორედ ამის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

📺 დავით ერაძის სიუჟეტი

ერთადერთი ჩანაწერი, სადაც ევროპის ჩემპიონზე თავდასხმაა ასახული

ექსკლუზიური კადრები - ვიდეომასალა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონზე ფიზიკურ თავდასხმას ასახავს დეტალურად ნახეთ ბმულებზე http://rustavi2.ge/ka/news/123760?fbclid=IwAR3wmhm6VGRohgLyFMnbeoJURMbn47TsFrPCMLTy0NrJEl8l93-DequTuJ4 http://rustavi2.ge/ka/news/123765?fbclid=IwAR1OeGnmGdKkTezMgJJ22eoS60dFYaOKBYbz3RyMd_hsNkK4eNWJ8VkTd5M

Posted by Rustavi 2 on შაბათი, 19 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები