Thumbnail
  • ზურაბ დათუნაშვილს გოჩა შელია უჭერს მხარს
  • მწვრთნელმა ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა. მასთან დაპირისპირებულმა ზურაბ დათუნაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მწვრთნელი გოჩა შელია, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრა...

'მაქვს ბანკის ოფიციალური ამონაწერი, საიდანაც ჩანს, რომ 27 დღეში 100 000 ლარის პრემიაა გაცემული'

“ყურადღებას გავამახვილებ ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. მაქვს ბანკის ოფიციალური ამონაწერი, საიდანაც ჩანს, რომ 27 დღეში 100 000 ლარის პრემიაა გაცემული. აქედან 26 974 ლარი ფალავანთა კლუბის დირექტორს დაერიცხა და რა დამსახურებით, ეს გაუგებარია. იგივე ოდენობის თანხა ჩაერიცხა ადმინისტრაციის უფროსს, რომელიც ირი თვის მოსულია ფედერაციაში.

'გეგეშიძის ძმამ, ვლადიმერ გეგეშიძემ ერთი წლის წინ დაასრულა სპორტული კარიერა და ასეთ მოკლე პერიოდში მას გამოუჩნდა რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მოწაფე. მიზეზი გასაგებია'

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ სპორტსმენმა 100 000 ლარი მოიგო ტურნირებზე და აქ იგულისხმება მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები, მწვრთნელს თანხის 50% ერგება, რაც 50 000 ლარია. გეგა გეგეშიძის ძმამ, ვლადიმერ გეგეშიძემ ერთი წლის წინ დაასრულა სპორტული კარიერა და ასეთ მოკლე პერიოდში მას გამოუჩნდა რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მოწაფე. მიზეზი გასაგებია”. - განაცხადა გოჩა შელიამ.

გეგა გეგეშიძე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობის ფაქტი ახლახან თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები