Thumbnail

პრემიერლიგაში დეკემბრის საუკეთესო გოლი, მწვრთნელი და მოთამაშე გამოვალინეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დეფოს გოლი საუკეთესოდ აღიარეს.
  • 35 წლის ფეხბურთელის კიდევ ერთი წარმატება.
  • საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა
  • საუკეთესო მოთამაშე ჰარი კეინი

პრემიერლიგაში დეკემბრის საუკეთესოები გამოავლინეს. დეკემბერში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორი ჯერმეინ დეფო გახდა. 35-წლის ფეხბურთელმა ბორნმუთისა და კრისტალ პალასის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაუტანა ხულიან სპერონს.

დეფო ბორნმუთს მიმდინარე სეზონში შეუერთდა, ინგლისელმა ფორვარდმა 15 მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა. 22 ტურის შემდეგ, ბორნმუთს 21 ქულა აქვს და ინგლისის პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის.

გვარდიოლას ახალი რეკორდი

დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული პეპ გვარდიოლამ მოიგო. მანჩესტერ სიტი მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია. გვარდიოლას გუნდმა დეკემბერში 7-მატჩი გამართა პრემიერლიგის ეგიდით, აქედან სიტიმ ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთ შეხვედრაში ფრედ ითამაშა. 

გვარდიოლა ზედიზედ მეოთხედ გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი, რაც ახალი რეკორდია - სექტემბრიდან იანვრამდე, ზედიზედ ოთხჯერ, ეს წოდება აქამდე პრემიერლიგის არცერთ მწვრთნელს არ დაუმსახურებია.

დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰარი კეინმა მოიგო. კეინმა დეკემბერში რვა გოლის გატანა მოახერხა. ჰარი ბომბარდირთა დავას 18 გოლით ლიდერობს, მას ერთი გოლით მოჰამედ სალაჰი ჩამორჩება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები