Thumbnail

ინგლისის ლიგის თასი | პენალტების დრამა ჩელსიმ მოიგო და ფინალშია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩელსი ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა
  • ლონდონელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს
  • მაურიციო სარის გუნდის მეტოქე ფინალში მანჩესტერ სიტი იქნება

ინგლისის ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ჩელსიმ ლონდონურ დერბიში ტოტენჰემი დაამარცხა და ფინალში გავიდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო: ტოტენჰემს პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, საპასუხო დუელი კი მაურიციო სარის გუნდმა 2:1 მოიგო. იმის გამო, რომ ლიგის თასის რეგლამენტი დამატებით დროს და სტუმრად გატანილ გოლს არ ითვალისწინებს, პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტები ჩელსის ფეხბურთელებმა უკეთ დაარტყეს (4:2). ტოტენჰემიდან გატანა დაიერმა და ლუკასმა ვერ შეძლეს.

მანამდე, ჩელსიმ ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა. ნ'გოლო კანტემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. 11 წუთში ედენ აზარმა 'არისტოკრატების' უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ჩელსიმ პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

ნ'გოლოს დარტყმა და 1:0

ტოტენჰემმა მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ანგარიშში სხვაობა შეამცირა - ფერნანდო ლორენტემ კეპას თავური დარტყმით გაუტანა. ჩელსი-სიტის ფინალი 24 თებერვალს, 'უემბლიზე' გაიმართება.

საინტერესო ფაქტები

ლიგის თასზე თერთმეტმეტრიანების ბოლო ხუთი სერიიდან ჩელსის მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. ტოტენჰემის დამარცხებამდე, 'არისტოკრატებმა' თერთმეტმეტრიანებში ფულემს მოუგეს 2011 წელს.

ჩელსი ფინალში მერვედ გავიდა. რვაჯერ აქვს ფინალი ნათამაშები ტოტენჰემსაც და არსენალსაც, მაგრამ ყველაზე მეტჯერ ფინალის მოგება ჩელსიმ შეძლო. ლონდონელებს ლიგის თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული.

იმ შეხვედრებში, რომლებშიც ედენ აზარი 'სტემფოდრდ ბრიჯზე' გოლს იტანს, ჩელსის 46 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 39 მოგება და 7 ფრე.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები