Thumbnail

Farming Simulator - ელექტრონული სპორტი ფერმერობის შესახებ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • საპრიზო თანხა დაახლოებით 280,000$-ია
  • Giants Software-ს წამოწყებით სფეროს გიგანტები დაინტერესდნენ
  • Farming Simulator-ში eSports ტურნირი წელს პირველად გაიმართება

როდესაც ელექტრონულ სპორტზე ვფიქრობთ, პირველ რიგში Fortnite, Overwatch, Dota 2 და სხვა პოპულარული სახეობები გვახსენდება, მაგრამ არსებობს უამრავი ისეთი ვიდეო თამაში, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი გსმენიათ.

ერთ-ერთი ასეთი თამაში ფერმერობის სიმულატორია, რომელიც ინდუსტრიაში საკუთარ ნიშას ახლა იკავებს. დეველოპერმა Giants Software-მ სულ მცირე ხნის წინ გამოაცხადა, რომ წელს Farming Simulator League აიღებს სტარტს, რომელიც ზუსტად ისაა, რაც გგონიათ - შეჯიბრი პოპულარულ თამაშ Farming Simulator-ში.

ევროპის მასშტაბით 10 ტურნირი გაიმართება, მათ შორის ღონისძიებები Gamescom-ზე და პარიზის თამაშების კვირეულზე. სეზონის კულმინაცია, ანუ დიდი ფინალი, 2020 წელს - FarmCon-ზე შედგება.

დეველოპერის მხრიდან შემოთავაზებული საპრიზო თანხა დაახლოებით 280,000 $-ია და ამ რიცხვმა უკვე დააინტერესა ისეთი კომპანიები, როგორიც Logitech და Intel არიან. ახალ ტურნირზე მოთამაშეები ერთმანეთს Farming Simulator 19-ში შეეჯიბრებიან, რომელიც სერიის უახლესი ვერსიაა. 2018 წელს, თამაშის გამოსვლიდან პირველ ათ დღეში, მისი მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

Farming Simulator-ის ტურნირები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე უკვე რამდენიმე წელია იმართება. სწორედ ამ ღონისძიებებზე აღმოჩნდა, რომ თამაშის ენთუზიასტების უდიდეს ნაწილს ტურნირების და საუკეთესო ვირტუალური ფერმერების ყურების სურვილი აქვთ. Giants-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტიან ამანმა ფერმერობასთან დაკავშირებულ eSports-ს უფრო სერიოზულად შეხედა. 'მივხვდი, რომ ჩვენი თამაშით შესაძლოა პროფესიონალურ დონეზეც დაკავდე' - განაცხადა მან eSports Observers-თან ინტერვიუში.

'ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს და გვჯერა, რომ რეალური ფერმერობის და გასართობი თამაშის იდეალური ნაზავი შევქმენით. Farming Simulator-ს აქვს ელემენტები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს', - ამბობს ამანი.

Farming Simulator 2019 is here!

See how the HARDI NAVIGATOR is doing in Farming Simulator 2019 by GIANTS Software. The game is out today, and you can spray in 3 different sprayers from HARDI: MEGA, NAVIGATOR and RUBICON. :-) #hardisprayers Read more about the different sprayers in the links below: MEGA: http://www.hardi-international.com/sprayers/liftmounted/mega NAVIGATOR: http://www.hardi-international.com/sprayers/trailed/navigator RUBICON: http://www.hardi-international.com/sprayers/selfpropelled/rubicon

Posted by HARDI International A/S on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

მაშინ როდესაც პოპულარული eSports ლიგები პროფესიონალური სპორტის ტურნირებს ჰგავს, Giant Software-ის წამოწყება გვანახებს, რომ სხვაგვარი შეჯიბრების ჩატარებაც შეიძლება. ყველას არ უნდა Fortnite-ში სწრაფად აშენებული თავდაცვითი ნაგებობების, ან CG:GO-ში იდეალური ჰედშოთის ხილვა.

კომენტარები

ბოლო ამბები