Thumbnail

გიორგაძე დასაჯეს! ბორჯღალოსანი ნაკრებს 2 მატჩში ვერ დაეხმარება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების მორაგბე 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
  • ოთარ გიორგაძე რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს

ბრივისა და საქართველოს ნაკრების მორაგბე ოთარ გიორგაძე PRO D2-ის მე-17 ტურში ბიარიცთან თამაშის დროს გააძევეს. საფრანგეთის ნაციონალური რაგბის ლიგის სადიციპლინო კომიტეტმა ის 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გიორგაძემ იმ დაპირისპირებაში ლელო დადო, მაგრამ მატჩის მე-14 წუთზე უხეში თამაშის გამო მინდვრიდან გააძევეს. ეს შეხვედრა 10 იანვარს გაიმართა, დისკვალიფიკაციის ათვლა კი სწორედ გაძევების დღიდან იწყება, რის გამოც 'ბორჯღალოსანი' რუმინეთთან და ესპანეთთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

რუმინეთი V საქართველო - 9 თებერვალი
საქართველო V ესპანეთი - 16 თებერვალი

გიორგაძის არყოფნა დიდი დანაკლისია, ქართველი მორაგბე კარგ ფორმაშია. ის ბრივმა დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ოთარ გიორგაძის წითელი ბარათი :(

ოთარ გიორგაძის წითელი ბარათის ეპიზოდი

Posted by ქართული და საერთაშორისო რაგბი/Georgian and international rugby on ხუთშაბათი, 10 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები