- მორის ყვითელაშვილი - 73.04 ქულა
- შემდეგ ეტაპზე ორივე ქართველი გავიდა
მინსკში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ვაჟთა თანრიგში მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც ორმა ქართველმა მოციგურავემ იასპარეზა - 23 წლის მორის ყვითელაშვილმა და 18 წლის ირაკლი მაისურაძემ.
ყვითელაშვილი ბოლო, უძლიერესთა ჯგუფში იყო და 37 მონაწილეს შორის ყინულზე 34-ე გამოვიდა. მორისმა ტოკიო მაიერსის Bloodstream-ის ფონზე ისრიალა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე შეცდომა დაუშვა (ერთხელ დაეცა კიდეც) და საბოლოოდ 73.04 ქულა დაიმსახურა. მისი საუკეთესო შედეგი მოკლე პროგრამაში 89.94 ქულაა.
პირველი დისციპლინის შემდეგ მორის ყვითელაშვილი მე-15 პოზიციაზეა. ლიდერ მიხაილ კოლიადას კი 100.49 ქულა აქვს. ირაკლი მაისურაძე 60.89 ქულით 24-ე ადგილზე გავიდა. ეს კი საკმარისი გამოდგა თავისუფალ პროგრამაში გადასასვლელად, რადგან 37 მონაწილიდან ბრძოლას სწორედ 24 აგრძელებს.
ვაჟთა თავისუფალი პროგრამა 26 იანვარს გაიმართება.
კომენტარები