Thumbnail

გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გეგა გეგეშიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა დააკმაყოფილა. 

შესაბამისად, გეგა გეგეშიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოსტზე დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გეგეშიძს თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ.

გეგა გეგეშიძე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობის ფაქტი ახლახან თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი ამ თემაზე: ჭიდაობა | სისხლიანი ამბავი სპორტის სასახლეში, რუსთავი 2-ის ექსკლუზიური კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები