Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ისრაელი-ისლანდიის შეხვედრაში გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს მომდევნო მეტოქე
  • ნახევარფინალები 26 იანვარს გაიმართება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მესამე მატჩი ჩაატარა და მოლდოვა დაამარცხა, 2:0. ანგარიში ნიკა კოკაიამ შორეული დარტყმით გახსნა, რასაც მეორე ტაიმში თორნიკე მორჩილაძის გოლი მოჰყვა.

ამ გამარჯვებით, ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა 6 ქულა მოაგროვეს და ჯგუფიდან გავიდნენ. ისრაელი-ისლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე. ნახევარფინალები 26 იანვარს გაიმართება.

მოლდოვასთან საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, ლატარია, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბენდიანიშვილი, ერაძე, ფოცხვერია, ტორონჯაძე, გრიგალაშვილი, მამაცაშვილი, დევდარიანი.

მოლდოვა 0:2 საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები