Thumbnail

მონღოლური დერბი დოჰიოზე - ჰაკუჰომ ზედიზედ მეორედ წააგო!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გაგამარუს მარცხი ტომოკაძესთან
  • ჰაკუჰო ტამავაშიმ დაამარცხა

ჰაცუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. მას მერე, რაც ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა, ბაშოზე ერთი ქართველი სუმოისტი დარჩა - ჯურიოს დივიზიონის მე-14 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). გაგამარუს მიზნამდე ერთი მოგება რჩება, თუმცა ეს მან ტომოკაძესთან ვერ მოახერხა - ჰატაკიკომის ილეთით წააგო. გაგამარუს 7-5 ბალანსი აქვს და მე-7 ნომერ აზუმარიუს ხვდება. 

ბაშოზე დღის მთავარი ბრძოლა მონღოლური დერბი იყო სეკივაკე ტამავაში იოკოძუნა ჰაკუჰოს წინააღმდეგ. 

ტამავაშიმ მეტოქე ოშიდაშით გაიყვანა დოჰიოდან, ეს დიდი ჩემპიონის ზედიზედ მეორე მარცხი იყო და ტამავაში მას 10-2 ბალანსით დაეწია. ჰაკუჰო ახლა კიდევ ერთ სეკივაკეს, ტაკაკეიშოს ხვდება, რომელსაც 9-3 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ტაკაკეიშო წინა ბაშოს გამარჯვებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები