Thumbnail

სუპერლიგა: ფავორიტმა აუტსაიდერი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რუსთავი 88:69 სოხუმი.
  • ტაირელ ნელსონი (რუსთავი): 20 ქულა და 12 მოხსნა.
  • კვან უოლერი (სოხუმი): 22 ქულა და 4 პასი.

სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთავმა ჩემპიონატის აუტსაიდერ სოხუმს უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, 88:69 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მატჩის ბოლო წუთებზე მოიპოვეს, იქამდე კი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა, თუმცა ბოლოს ფავორიტმა მკვეთრად მოუმატა და სოხუმმაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა.

სოხუმი ლეგიონერებმა: ანატოლი ჩელოვანმა და ვიტაუსტას კამარუნასმა დატოვეს - ამ ფონზე, ჩემპიონატის აუტსაიდერმა მაქსიმუმი გააკეთა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით კარგად სოხუმელებმა მესამე პერიოდი ჩაატარეს და მეტოქე 27:15 დაჯაბნეს. სოხუმის რიგებში საუკეთესო იყო კვან უოლერი, რომელმაც 22 ქულა მიითვალა აქტივში.

რუსთავის რიგებშიც ლეგიონერები გამოირჩნენ: ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 20 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო პოლ კუპერს 13 ქულა და 11 მოხსნა დაუგროვდა.

მატჩის შემდეგ, რუსთავის მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა, ბოლომდე უნდა იბრძოლო. იყო პერიოდი, როდესაც 17 ქულას ვიგებდით, მაგრამ შემდეგ დავთმეთ უპირატესობა და სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო” 

კომენტარები

ბოლო ამბები