Thumbnail
  • გეგეშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს
  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მისთვის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი, რის გამო გეგეშიძეა დაკავებული, 11 იანვარს საქართვეოს ჭიდაობის ჩემპიონატის დროს მოხდა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობა ედება ბრალად.

კომენტარები

ბოლო ამბები