Thumbnail

შერმადინმა ლიმოჟს ისევ მოუგო! უნიკახა პლეი ოფისთვის იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიმოჟი 77:78 უნიკახა
  • გიორგი შერმადინმა 15 წუთში 7 ქულა ჩააგდო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გიორგი შერმადინის უნიკახამ ევროთასზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი ევროთასის ტოპ 16-ის G ჯგუფში, მეოთხე ტურის მატჩში ფრანგულ ლიმოჟს ესტუმრა და მეტოქე ერთი ქულით დაამარცხა - 78:77.

უნიკახამ ფრანგებს ჯგუფში ორივე დაპირისპირება მოუგო. შერმადინმა პარკეტზე ზუსტად 15 წუთი გაატარა, მან 7 ქულა, 3 მოხსნა და ერთი გადაცემა დააგროვა.

ესპანურ გუნდს მოგებაში ბრაიან რობერტსისა და მატიას ლესორტის კარგი თამაში დაეხმარა. რობერტსმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო ლესორტმა 14 ქულით გამოიჩინა თავი. შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ვალენსია იქნება. მატჩი 30 იანვარს გაიმართება. უნიკახას 7 ქულა აქვს და TOP 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები