- ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
- ყვითელაშვილი და მაისურაძე ერთეულთა თანრიგში
მინსკში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. წლეულს ტურნირზე ორი ქართველი მოციგურავე გამოვა, ორივე ვაჟთა ერთეულთა თანრიგში - პიონჩანის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშე მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე.
23 წლის ყვითელაშვილისთვის ეს მესამე ევროპის ჩემპიონატია - შარშანწინ მან მე-6 ადგილი დაიკავა, შარშან კი - მე-12. მისი საუკეთესო შედეგი ორი პროგრამის ჯამში 248.58 ქულაა.
ირაკლი მაისურაძე 18 წლისაა, შარშან მას ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა და მე-17 ადგილი დაიკავა.
ვაჟთა მოკლე პროგრამა 24 იანვარს დაიწყება. სულ 37 მონაწილეა, მაისურაძე მე-5 ჯგუფში 23-ე ნომრით გამოდის, ხოლო ყვითელაშვილი ბოლო ჯგუფშია და ყინულზე ის 34-ე გავა.
კომენტარები