Thumbnail

Overwatch ახალი ღონისძიებისთვის ემზადება - კორეელებმა 'სქინები' გამოააშკარავეს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Overwatch-ში ჩინური ახალი წელი 24 იანვარს დადგება
  • კორეელმა 'დეველოპერებმა' 'სქინები' დროზე ადრე გამოააშკარავეს
  • თამაშის გმირები ჩინური ზღაპრის პერსონაჟების სამოსს მოირგებენ

Blizzard-ის ონლაინ მულტიფლეიერი Overwatch ახალი ივენთისთვის ემზადება! თუ Overwatch-ის მოთამაშე ხართ, ალბათ, იცით, რომ ყოველწლიურად, სატურნირო სეზონების გარდა, Blizzard-ის გუნდური 'მულტიფლეიერი' რამდენიმე თემატურ ივენთს აანონსებს. წლევანდელი 'ჩინური ახალი წელი', იგივე 'ღორის წელიწადი' 24 იანვარს იღებს სტარტს.

ახალი ღონისძიება, როგორც წესი, მოთამაშეებს ახალ კოსმეტიკურ ნივთებს, თამაშის რეჟიმებსა და რუკებს სთავაზობს. ჩინური ახალი წლის ივენთის Blizzard-მა პირველად ტვიტერზე, ერთი კვირის წინ დააანონსა და 'კოსმეტიკების' დღიური ანონსების სეზონიც გახსნა. თუმცა, კორეულ Overwatch-ის დეველოპერების გუნდს სულმა წასძლია და ჯერ არ დაანონსებული ბონუს 'სქინებიც' გაგვიმხილეს.

'ღორის წელიწადის' თემა ჩინური ფოლკლორია, კონკრეტულად კი ძველი ჩინური ზღაპარი 'სამი სამეფოს რომანსი'. სწორედ ამ ზღაპრის პერსონაჟის სამოსს მოირგებენ Overwatch-ის ახალი ღონისძიებისას გმირები.

ოფიციალურად, ტვიტერზე დაანონსებული სქინები  

ლუ ბუ (Lu Bu) - რიპერი (Reaper)

ჰუან ზო (HUANG ZHONG) - ჰანზო (Hanzo)

გუან იუ (GUAN YU) - რაინჰარტი (Reinhardt)

ჯანგ ფეი (ZHANG FEI) - ტორბიორნი (Torbjorn)

ჯუგ ლიანგი (ZHUGE LIANG) - ზენიატა (Zenyatta)

ბონუს 'სქინები', Overwatch-ის კორეული გუნდის მიხედვით, ორისას (Orisa), თრეისერს (Tracer) და ბრიგიტას (Brigitte) ერგოთ.

ჩინური ახალი წლის ივენთისას ახალი 'სქინების' გარდა, ტრადიციულად, ახალი პოზები, 'ჰაილაით ინტროები', 'ვოისლაინები' და 'სპრეიები' იქნება. გასული წლების ივენთის 'კოსმეტიკების' შეძენაც ისევ შეგეძლებათ. ამას გარდა, შარშანდელი თამაშის რეჟიმი CTP (capture the flag) ე.წ. 'ორდროშობანა' განახლდება. Blizzard-ს ახალი რუკა ან თამაშს რეჟიმი წლევანდელი ღონისძიებისთვის არ დაუანონსებია, თუმცა იმედს ნუ დავკარგავთ, შესაძლოა, უფრო მეტი სიახლე ვიხილოთ, ვიდრე ველით.

Overwatch-ის ახალი ივენთი 24 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 11:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები