Thumbnail

სენსაცია ბაშოზე - აქამდე დაუმარცხებელ ჰაკუჰოს მიტაკეუმიმ კოჭლობით მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
ჰაკუჰო V მიტაკეუმი

ტოკიოში ჰაცუ ბაშოზე სენსაცია შემოგვთავაზა იაპონელმა სუმოისტმა მიტაკეუმიმ აქამდე დაუმარცხებელი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო გაიყვანა დოჰიოდან! საოცარი ის არის, რომ კომუსუბი მიტაკეუმი ტრავმით ჭიდაობს. მან წინა დღით ბაშო გამოტოვა და ისევ დაბრუნდა ტურნირზე. როგორც ჩანს, მიტაკეუმი ბოლომდე მორჩენილი არც არის, მას მერე, რაც მან მონღოლი იოკოძუნა დოჰიოდან გაიყვანა, მიტაკუემიმ კოჭლობით დატოვა სარბიელი. 

წაგების მიუხედავად ჰაკუჰო მაინც ერთპიროვნული ლიდერია, მას 10-1 ბალანსი აქვს. მეორე ადგილზე სეკივაკე ტამავაშია 9-2 ბალანსით. 24 იანვარს სწორედ ჰაკუჰო და ტამავაში ხვდებიან ერთმანეთს. 

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოზე ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). ჯურიოს დივიზიონში კი კარგად ჭიდაობს გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელსაც 7-4 ბალანსი აქვს და დადებითის დაბევებამდე ერთი მოგებაღა რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები