Thumbnail
  • თვითმფრინავს, რომლითაც ფეხბურთელი მგზავრობდა, ჯერ ისევ ეძებენ
  • კუნძულ გერნსის პოლიცია მოვლენათა განვითარების ოთხ ვერსიაზე მუშაობს    

გერნსის (კუნძული ლა მანშის სრუტეში) პოლიციამ ტვიტერში გამოაცხადა, რომ მოვლენათა განვითარების ოთხ ვერსიაზე მუშაობს მას შემდეგ, რაც რადარებიდან ემილიანო სალას თვითმფრინავი გაქრა. კარდიფ სიტის არგენტინელი ახალწვეული საფრანგეთიდან უელსში კერძო თვითმფრინავით მიემგზავრებოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია და ამ დრომდე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ემილიანო სალა კარდიფმა ნანტისგან სარეკორდო 20 მილიონ ევროდ შეიძინა

მეტი ამ თემაზე: 'მაინც ვერ მიპოვით... მამა, მეშინია!' - სალას ბოლო სიტყვები თვითმფრინავიდან

პირველი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავმა ავარიული დაშვება უცნობ ადგილზე (ხმელეთზე) განახორციელა, მაგრამ დაკავშირებას ვერ ახერხებს.

მეორე ვერსიით, თვითმფრინავი წყალზე დაეშვა, რის შემდეგაც გადარჩენილები ახლოს მცურავმა გემმა აიყვანა, მაგრამ ამ დრომდე კავშირზე გასვლა ვერ შეძლეს.

ასევე არაა გამორიცხული ვერსია, რომლის თანახმად, წყალზე დაშვების შემდეგ თვითმფრინავში მყოფებმა ბორტზე არსებული სამაშველო ნავით ისარგებლეს.

ბოლო ვერსიის თანახმად, თვითმფრინავი წყალზე დაცემისას დაიმსხვრა, რის შემდეგაც მგზავრები წყალში აღმოჩნდნენ.

სამართალდამცველები აზუსტებენ, რომ პრიორიტეტულ ვერსიად სამაშველო ნავის გამოყენების ვარიანტს განიხილავენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილზე ძიება ამ დრომდე გრძელდება.

მეტი ამ თემაზე: სალა! ყველაზე გამტანი არგენტინელი ევროპის წამყვან ლიგებში

28 წლის არგენტინელმა ფორვარდმა, რომელიც ბოლოს ფრანგული ნანტის ღირსებას იცავდა, ახლახან კარდიფ სიტისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

    კომენტარები

    ბოლო ამბები