Thumbnail

სალას ყოფილი მეგობარი გოგონა: ‘ეს უბედური შემთხვევა არ იყო, მიხედეთ მაფიას!’

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ემილიანო სალას დრამატულ ამბავს მისი ყოფილი მეგობარი გოგონა გამოეხმაურა
  • ბერენის შკაირის აზრით, თვითმფრინავის გაუჩინარება უბედური შემთხვევა არ იყო

აქვს თუ არა ემილიანო სალას თვითმფრინავის გაუჩინარებასთან მაფიას რაიმე კავშირი?

ბერენის შკაირი და ემილიანო სალა

ერთი შეხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამაზე წერს კარდიფ სიტის ფეხბურთელის ყოფილი მეგობარი გოგონა, 26 წლის ბერენის შკაირი: “გთხოვთ, გამოიძიეთ! არ შეწყვიტოთ ძებნა!!! მე არ მჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო…” - დაწერა არგენტინელმა მოდელმა საკუთარ “ინსტაგრამზე”.

მანვე, “ტვიტერზე” კიდევ უფრო დეტალური პოსტი გამოაქვეყნა: “გამოიძიეთ და მიხედეთ საფეხბურთო მაფიას, რადგან მე არ მჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო!”

დაკარგული ფეხბურთელის ყოფილი მეგობრის იმ სიტყვებს, სადაც მაფიაზეა საუბარი, მედია ციტირებს - კონკრეტულად კი გამოცემები La Nacion, El Heraldo და El País. საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, ბერენისმა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი მოგვიანებით წაშალა, ზემოთ ხსენებულ გამოცემებში კი სქრინშოთებია მოცემული.

როგორც იცით, კარდიფ სიტის ახალწვეული ემილიანო სალა ორშაბათს საღამოს ნანტიდან კარდიფში პატარა, კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც რადარებიდან გაქრა. დიდი ალბათობით ჯეტი (Piper PA-46 Malibu) ჩამოვარდა. სწორედ ამაზე მიუთითებს დრამატული ხმოვანი შეტყობინება, რომელიც სალამ Whatsapp-ით ახლობლებს გაუგზავნა. როგორც ჩანს, შეტყობინება მას მერეა გაგზავნილი, რაც თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა. სალას უკანასკნელი სიტყვებია: “ისე მეშინია…”

მეტი ამ თემაზე

ემილიანო სალამ კარდიფთან კონტრაქტი შაბათს გააფორმა (ტრანსფერის ღირებულება 17 მილიონი ევრო). ორშაბათს მან ნანტის ბაზაზე თავისი ნივთები ჩაალაგა და უელსში გასაფრენად მოემზადა. მანამდე, სალამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნანტის ფეხბურთელებთან ერთადაა გადაღებული და მეგობრებს დაემშვიდობა.

ნანტის გულშემატკივრები

მაშველებს ემილიანო სალას და ეკიპაჟის სხვა წევრების გადარჩენის დიდი იმედი აღარ აქვთ. აი, რას ამბობს ჯონ ფიჯერალდი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობს: “არა მგონია, რომ ვინმე ცოცხალი იყოს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დაიკარგა თვითმფრინავი. ის სრულიად გაქრა, შეტყობინების გარეშე. ვფიქრობ, ზღვის ტემპერატურისა და სხვადასხვა გარემოებების გამო, ძალიან შემცირდა შანსი, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ.”

არგენტინული მედია წერს, რომ ემილიანო სალა კრიმინალურ დაჯგუფებებთან და მაფიასთან კავშირში შემჩნეული არასდროს ყოფილა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ყოფილი მეგობარი გოგონას ვარაუდი სიმართლე იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები