Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები გერმანიასთან მატჩით იწყებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება
  • მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც დანიას, გერმანიას და ისრაელს გაუწვს კონკურენციას. ჯგუფური ეტაპის მასპინძელი თბილისი იქნება, მატჩები კი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 30 იანვარს გამართავს და გერმანიას დაუპირისპირდება. 31 იანვარს ასათიანის გუნდი ისრაელს შეხვდება, ხოლო 2 თებერვალს დასკვნით პაექრობაში დანიას უმასპინძლებს. სამივე მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში, საქართველოს ნაკრებმა ექვსი ამხანაგური მატჩი გამართა და ექვსივე მოიგო: ორი რუმინეთთან, ერთი ლატვიასთან, ერთი მოლდოვასთან და ორი გერმანიის ნაკრებთან, რომელიც ასათიანის გუნდს უკვე შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდება.

#ესშენიგუნდია

🏆 ფუტსალის მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს ! ✊ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და მხარი დაუჭირე ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ! #ესშენიგუნდია 📍 დასწრება თავისუფალია !

Posted by Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 23 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები