- ენჰო V გაგამარუ
- ქართველი სუმოისტის თვალსასეირო გამარჯვება ყველაზე მსუბუქ სუმოისტთან
ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს ჯურიოს დივიზიონში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-7 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსის განაღდებამდე ერთი მოგებაღა აკლია.
ქართველმა სუმოისტმა დივიზიონის ყველაზე მსუბუქ მოწინააღმდეგეს ეფექტური ილეთით მოუგო. გაგამარუმ ჯურიოს დივიზიონის მე-8 ნომერ ენჰოს კოტენაგეთი აჯობა.
ენჰო ჯურიოს დივიზიონში ყველაზე მსუბუქი სუმოისტია, მისი წონა 100 კილოგრამია. გაგამარუ მასზე ორჯერ მძიმეა.
ქართველ სუმოისტს ჰაცუ ბაშოზე 7 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-4 ნომერი ტომოკაზე იქნება.
კომენტარები