Thumbnail

საქართველო ისრაელთან დამარცხდა! მომდევნო მეტოქე მოლდოვაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 0:2 ისრაელი
  • ხიზანიშვილის გუნდი ბოლო ტურში მოლდოვასთან ითამაშებს

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში განვითარების თასზე მეორე შეხვედრა გამართა. ქართველები მეორე მატჩში ისრაელს დაუპირისპირდნენ და 0:2 დამარცხდნენ. ისრაელმა ორივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანა. 43-ე წუთზე ბრუხიანმა დააწინაურა მეტოქე, 68-ე წუთზე კორინმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში მოლდოვას შეხვდება. ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ აქვს. ისლანდიამ ამ ტურში მოლდოვას 1:0 მოუგო და B ჯგუფში ყველა ნაკრებს 3-3 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები